დუშეთში მამაკაცმა საკუთარი დედა და და მოკლა

შსს-მ გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაიწყო
Sputnik

თბილისი, 28 თებერვალი — Sputnik. დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოპორტში მამაკაცმა საკუთარი ოჯახის წევრები, დედა და და ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

გავრცელებული ინფორმაციით, დედა ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ახალგაზრდა ქალი საავადმყოფოში მიყვანისთანავე დაიღუპა.

მომხდარ ფაქტზე არავინ დაუკავებიათ, თუმცა,  დადგენილია სავარაუდო დამნაშავე პირი და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.