სოფელ დარჩელში მომხდარ ავტოავარიას სამი ადამიანი ემსხვერპლა

თვითმხილველების თქმით, ავტომანქანა, რომელიც გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბორდიურს შეეჯახა.
Sputnik

თბილისი, 28 თებერვალი — Sputnik. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, იუწყება „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი.

ასპინძაში ავარიამ ორი ახალგაზრდა იმსხვერპლა

შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით, დაახლოებით ორი საათისთვის მოხდა.

თვითმხილველების თქმით, ავტომობილი, რომელიც გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბორდიურს შეეჯახა.

დაღუპულებს შორის არის ცოლ-ქმარი. ავტოავარიის შედეგად ორი პირი დაშავდა, რომლებიც ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში არიან გადაყვანილი. დაშავებულთაგან ერთის მდგომარეობა მძიმეა.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულიუსხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.