კორონავირუსი საქართველოში: როგორ იცავენ ადამიანები თავს - ფოტო

Sputnik

თბილისის აფთიაქების უმეტეს ნაწილში ნიღბების დეფიციტი დაიწყო მას შემდეგ, რაც ოთხშაბათს საღამოს საქართველოში კორონავირუსით დაავადების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ხუთშაბათს დღის მეორე ნახევარში ნიღბების გაყიდვა განახლდა, თუმცა ერთ ადამიანზე 5 ცალი გაიცემოდა. რიგები დადგა დიდ სუპერმარკეტებშიც, თუმცა დღისით პანიკა უკვე ჩაწყნარდა, მაღაზიებში ადამიანების რაოდენობა შემცირდა. ქუჩაში გამვლელების დიდი ნაწილი ნიღაბს ატარებს.

26 თებერვალს საღამოს საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა დაადასტურეს. პაციენტი საქართველოს მოქალაქეა, 50 წლის, რომელიც ირანიდან აზერბაიჯანის გავლით ჩამოვიდა საქართველოში. ავადმყოფი საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრიდან ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ის საზღვრამდე სამარშრუტო ტაქსით ჩამოვიდა. დანარჩენი მგზავრები ახლა კარანტინში იმყოფებიან.

 

1 / 21
ერთ დღეში ყველაფერი მკვეთრად შეიძლება შეიცვალოს. საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა ეს მოსალოდნელი იყო. ვირუსი ასევე გავრცელდა ირანში, იტალიასა და სხვა ქვეყნებში, საიდანაც რეგულარულად ჩამოდიან ვიზიტორები
2 / 21
მას შემდეგ, რაც საქართველოში კორონავირუსი დაფიქსირდა, მკვეთრად გაიზარდა პირბადიანი ადამიანების რაოდენობა
3 / 21
ხუთშაბათს დილით სუპერმარკეტებში რიგები დადგა, თუმცა საღამოს პანიკა ჩაწყნარდა და მაღაზიებში ადამიანების რაოდენობამ იკლო
4 / 21
ზოგიერთი სუპერმარკეტის ადმინისტრაციამ კლიენტებისთვის დეზინფექციის კუთხე მოაწყო
5 / 21
აფთიაქებში სამედიცინო ნიღბების დეფიციტია, ამიტომ თითო ადამიანზე მაქსიმუმ ხუთი ნიღაბი გაიცემა
6 / 21
ზოგიერთ კლინიკაში პოლიცია გამოჩნდა. ისინი სამედიცინო ნიღბებით მორიგეობენ და წესრიგს უზრუნველყოფენ
7 / 21
უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები მიღებულია საქართველოს საზღვრებზეც
8 / 21
ყველას, ვინც საქართველოში ჩამოდის, საზღვარზე სპეციალისტები კორონავირუსზე ამოწმებენ
9 / 21
თბილისის ქუჩებში მრავლად იყო სასწრაფო დახმარების მანქანები
10 / 21
ახლა სამედიცინო პერსონალი, განსაკუთღებით ვირუსის გამო გამოძახებული ბრიგადები, სპეციალური დაცული კოსტიუმებით გადაადგილდებიან
11 / 21
ტურისტები ასევე ნიღბებით დადიან
12 / 21
სამედიცინო ბრიგადები მორიგეობენ თბილისის საერთაშორისო აეროპორტშიც. ვიზიტორებს კორონავირუსზე ამოწმებენ
13 / 21
საქართველომ უკვე გააუქმა პირდაპირი რეისები ირანსა და ჩინეთში
14 / 21
თუმცა ახლა კონტროლი კიდევ უფრო გამკაცრდა
15 / 21
საზოგადოებრივ ტრანსპორტში აქამდეც და ახლაც მგზავრების ნაწილი სიფრთხილეს იჩენს. ასეთი სურათი ჩვენს დროში საკმაოდ ხშირია
16 / 21
თუმცა თბილისის ქუჩებში პირბადიანი ხალხის რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. კორონავირუსის დაფიქსირების შემთხვევამ ყველაზე სხვადასხვაგვარად იმოქმედა
17 / 21
ნაწილი მიიჩნევს, რომ აუცილებელია ნიღბის ტარება და ჰიგიენის დაცვა
18 / 21
ნაწილის აზრით კი, ნიღბების გამოყენება არაეფექტურია, თუმცა ადამიანთა ნაწილი მათ არასწორად იყენებს
19 / 21
იმედია, კორონავირუსი ფართოდ არ გავრცელდება და ხელისუფლება და ადამიანები საჭირო ზომებს მიიღებენ
20 / 21
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ პოლიციის თანამშრომლები ოპერატიულ სამედიცინო შემოწმებების ჩატარებაში მიიღებენ მონაწილეობას საკონტროლო-გამშვებ პუნქტებში, სადაც ვიზიტორები ჩამოდიან ჩინეთიდან, სამხრეთ კორეიდან, ირანიდან და იტალიიდან
21 / 21
შინაგან საქმეთა სამინისტროში ასევე განაცხადეს, მედიის წარმომადგენლების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ჟურნალისტების სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებში თავისუფალი გადაადგილება შეზღუდულია