თბილისი, 28 თებერვალი — Sputnik. კვამლისფერი თაგვები (Pseudomys fumeus), რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ ავსტრალიაში ბინადრობდნენ, ოფიციალურადაა აღირებული პლანეტაზე სრულად გამქრალ პირველ სახეობად კონტინენტზე კატასტროფული ტყის ხანძრების გამო, იუწყება ჩარლს სტიორტის სახელობის უნივერსიტეტის (CSU) პრესსამსახური.
მეცნიერების თქმით, თაგვები ხანძრების ზონიდან, სულ ცოტა, 20 კმ-ს დაშორებით ბინადრობდნენ, მაგრამ მაინც ვერ გადარჩნენ — ისინი ფილტვების დაავადებამ იმსხვერპლა, რომელიც მათ კვამლისა და ჭვარტლის სუნთქვის შედეგად განუვითარდათ.
როდესაც სწავლულებმა Pseudomys fumeus-ის გადაშენების საფრთხე შენიშნეს, ყველა ძალისხმევას მიმართეს მღრღნელების გადასარჩენად, მაგრამ უშედეგოდ.
„ის თაგვები, რომლებიც დაკვამლიანებას გადაურჩნენ, ანომალურმა სიცხეებმა იმსხვერპლა. ეს იმაზე მეტყველებს, რომ კატასტროფული ხანძრების შედეგები განუზომლად სერიოზული შეიძლება გამოდგეს, ვიდრე ეს ახლა წარმოგვიდგენია“, — განაცხადა CSU-ს მეცნიერ-თანამშრომელმა ენდრიუ პიტერსმა.
ველური ბუნებისთვის ავსტრალიის ტყის ხანძრებით მიყენებული ზარალის შეფასება 2020 წლის დასაწყისში გამოქვეყნდა. ზოგი მონაცემის თანახმად, დაღუპულია 1,25 მილიარდი ცხოველი. თუმცა, ახლა მეცნიერები აცხადებენ, რომ მსხვერპლის რაოდენობა შესაძლოა ბევრად მეტი იყოს.