უჩვეულო რაკურსი: თბილისში ლომერ ახვლედიანის შემოქმედებითი საღამო გაიმართება

ცნობილმა ოპერატორმა დიდი წვლილი შეიტანა ქართულ კინემატოგრაფიაში. მის ნამუშევართა შორისაა ფილმები „ქვევრი", „სამკაული სატრფოსათვის", „ნატვრის ხე"...
Sputnik

თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. გამოჩენილი ქართველი კინოოპერატორის ლომერ ახვლედიანის იუბილესთან დაკავშირებით პარასკევს, 28 თებერვალს თბილისში მისი შემოქმედებითი საღამო გაიმართება, ნათქვამია საქართველოს კინოაკადემიის განცხადებაში.

თენგიზ აბულაძე - საქმით ბრძოლა და სტერეოტიპების მსხვრევა

საიუბილეო საღამოზე მაყურებელი იხილავს ვიდეორგოლს, რომელშიც შევიდა კადრები ლომერ ახვლედიანის მიერ გადაღებული ფილმებიდან. შეხვედრა კინოაკადემიის მცირე დარბაზში 19:00 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია.

ლომერ ახვლედიანმა უდიდესი წვლილი შეიტანა ქართულ კინემატოგრაფიაში. მის ნამუშევართა შორისაა ფილმები „ქვევრი", „სამკაული სატრფოსათვის", „ნატვრის ხე", „აურზაური სალხინეთში", „მზე შემოდგომისა", „მშობლიურო ჩემო მიწავ!", „ნატვრის ხე", „სამანიშვილის დედინაცვალი", „დონ-კიხოტი", „ბესამე", „ექსპრეს-ინფორმაცია" და სხვ. სულ დაახლოებით 50 კინონამუშევარი.

უჩვეულო რაკურსი: თბილისში ლომერ ახვლედიანის შემოქმედებითი საღამო გაიმართება

ლომერ ახვლედიანი დაიბადა თბილისში 1934 წელს. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი და შემდეგ მოსკოვის კინოინსტიტუტის საოპერატორო ფაკულტეტი.

უჩვეულო რაკურსი: თბილისში ლომერ ახვლედიანის შემოქმედებითი საღამო გაიმართება

ლომერ ახვლედიანს მიღებული აქვს ჟიურის სპეციალური პრიზი კაიროს საერთაშორისო კინოფესტივალზე ოპერატორული ნამუშევრისთვის ფილმზე „სამანიშვილის დედინაცვალი“. არის შოთა რუსთაველის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი ფილმისათვის „ნატვრის ხე“. 2016 წელს მიიღო პრემია „თეთრი კვადრატი“ რუსეთის კინოოპერატორთა გილდიისგან „საოპერატორო ხელოვნებაში შეტანილი წვლილისათვის“.