მსოფლიო დღეს

ჯიუტი ტრამპი: ყოფილმა ექიმმა პრეზიდენტის „საიდუმლო“ გათქვა

ტრამპი ემხრობა მოსაზრებას, რომ ადამიანის სხეულს შეზღუდული რესურსები აქვს და ვარჯიშებზე მისი ხარჯვა მიზანშეწონილი არ არის.
Sputnik

თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. თეთრი სახლის ყოფილმა მთავარმა ექიმმა რონი ჯექსონმა საიდუმლო გაამჟღავნა, თუ როგორ ცდილობდა მედიკოსთა გუნდი, გადაეყვანა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ცხოვრების ჯანსაღ წესზე, სწორ კვებასა და სპორტზე, იუწყება The New York Times.   

ტრამპი: ერაყში რას აღარ ვაშენებთ და ერთი დედამ...ული სკოლა ვერ აგვიშენებია ბრუკლინში

რონი ჯექსონი გამოტყდა, რომ პრეზიდენტის ცხოვრების წესის შეცვლა არ გამოუვიდა. კერძოდ, მან ვერ მოახერხა შეეცვალა ტრამპის დიეტა და ვერ მიაჩვია იგი რეგულარულ ფიზიკურ ვარჯიშებს.  

„ვარჯიშები არ გამოგვივიდა, მაგრამ ჩვენ მის დიეტაზე ვმუშაობდით. ვუზღუდავდით ნაყინს და რაციონში ვამატებდით ყვავილოვან კომბოსტოს პიურესთან ერთად“, — ამბობს ჯექსონი.    

როგორც ირკვევა, ამერიკის ლიდერი ფასტ-ფუდებისა და დიეტური კოლის დიდი მოყვარულია. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი ხშირად თამაშობს გოლფს, ის არ დადის სპორტდარბაზში და არ მისდევს სპორტის სხვა სახეობებს. ტრამპი ემხრობა მოსაზრებას, რომ ადამიანის სხეულს შეზღუდული რესურსები აქვს და ვარჯიშებზე მისი ხარჯვა მიზანშეწონილი არ არის.

ამასთან, ექიმის ინფორმაციით, დონალდ ტრამპი საერთოდ არ სვამს ალკოჰოლურ სასმელებს.