COVID-19 - ბოლო ცნობები

ჯანმომ კორონავირუსის შესახებ ახალი მონაცემები გამოაქვეყნა

საქართველოში ოთხშაბათს, საღამოს დადასტურდა კორონავირუსით დაავადების პირველი შემთხვევა. ინფიცირებულია საქართველოს მოქალაქე, რომელიც გუშინ ირანიდან ჩამოვიდა. 50 წლის მამაკაცი საქართველოში აზერბაიჯანიდან შემოვიდა.
Sputnik

თბილისი, 27 თებერვალი – Sputnik. ჯანდაცვის მსოფლიოს ორგანიზაციის ბოლო მონაცემებით, მსოფლიოს 37 ქვეყანაში ახალი კორონავირუსით COVID-19 დაავადებულთა საერთო რაოდენობამ 82 164-ს მიაღწია, აქედან ბოლო დღე-ღამეში დაავადება 871 ადამიანს გამოუვლინდა.

კორონავირუსი საქართველოში: პრემიერმა საგანგებო ჯგუფი შექმნა

მატერიკულ ჩინეთზე 78 497 შემთხვევა მოდის. გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოდან გაეწერა 32 897, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობამ 2 801 კაცს მიაღწია.

ჩინეთის ფარგლებს გარეთ სულ გარდაიცვალა 43 ადამიანი, აქედან ბოლო 24 საათში – 9 ადამიანი. ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 2918 ადამიანს აღწევს.

საქართველოში ოთხშაბათს, საღამოს დადასტურდა კორონავირუსით დაავადების პირველი შემთხვევა. ინფიცირებულია საქართველოს მოქალაქე, რომელიც გუშინ ირანიდან ჩამოვიდა. 50 წლის მამაკაცი საქართველოში აზერბაიჯანიდან შემოვიდა.

2019 წლის 31 დეკემბერს ჩინეთის ხელისუფლებამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ქალაქ უჰანში უცნობი პნევმონიის აფეთქების შესახებ შეატყობინა. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ დაავადების გამომწვევი ახალი ტიპის კორონავირუსი იყო. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო სიტუაცია გამოაცხადა და დაავადებას ოფიციალური სახელწოდება დაუდგინა – COVID-2019.