ყვითელი ამბები

„ტკივილი, რომელიც არასდროს განელდება...“ – ნახეთ რას აქვეყნებს დიკო ჯოჯუა

წლებია დიკო ჯოჯუა მედიასივრცის აქტუალური წარმომადგენელია. მისი პირადი ცხოვრებით უამრავი ადამიანი იხიბლება. დიკოს ერთი ქალიშვილი ჰყავს. დიკო იშვიათად აქვეყნებს პირადი ცხოვრების დეტალებს.
Sputnik

„მთავარი არხის“ საინფორმაციო გამოშვების წამყვანი დიკო ჯოჯუა თანამედროვე ქართული სატელევიზიო ეთერის ერთ-ერთი დასამახსოვრებელი ჟურნალისტია. 2006 წლიდან 2019 წლამდე ტელეარხ Rustavi 2-ზე საინფორმაციო გამოშვება „კურიერის“ წამყვანი იყო. საზოგადოებას თავი დამახასიათებელი ხმის ტემბრითა და ამბის განსაკუთრებული გადმოცემის უნარით დაამახსოვრა. ყველას აინტერესებს დიკო ჯოჯუას პირადი ცხოვრება კამერებს მიღმა. მისი რჩეული ბიზნესმენი ნიკა რამიშვილია.

მოგზაურობით გატაცებულ დიანა ჯოჯუას სახლში რთულად დაიჭერთ. ხშირ შემთხვევაში ჟურნალისტი ან გადაღებაზეა, ან პირდაპირ ეთერშია, ან კიდევ ახალ ქვეყანას იპყრობს. თუმცა, გამონაკლისებიც არსებობს. ნანუკა ჟორჟოლიანს და დიანას დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებთ. როგორც ჩანს, მათ ბუნება თანაბრად იზიდავთ.

დიკო ჯოჯუას მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებს დიდი გამოხმაურება მოჰყვება ხოლმე. განსხვავებული გარეგნობით გამორჩეული ჟურნალისტი საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ტელეწამყვანის წყალობით მისი ოჯახიც მეტად ცნობილი გახდა. ბიზნესმენი ქმარი და ერთადერთი ქალიშვილი – დიკო ჯოჯუას პატარა ოჯახს ავსებს. წყვილს მეორე შვილი არ ჰყავს, ამიტომ მთელ ყურადღებას ტუნა რამიშვილს აქცევენ. მოფერებით სწორედ ასე ეძახიან მშობლები გოგონას.

ცოტა ხნის წინ ტელეწამყვანმა Instagram-ის „სთორიში“ გარდაცვლილი კოლეგის გიორგი სანაიას ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ეს ტკივილი არასდროს განელდება. 24 თებერვალს გიორგი სანაიას 45 წელი შეუსრულდებოდა. ცნობილი ტელეწამყვანი და ჟურნალისტი 2001 წლის ივლისში საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

მისი დაღუპვის ამბავი მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც 21:00-საათიანი „კურიერის” დაწყებამდე სამსახურში არ გამოცხადდა. ჟურნალისტის მკვლელობის ოფიციალურ მიზეზად გამოძიებამ პირადი მოტივები დაასახელა, თუმცა ბევრის მოსაზრებით მკვლელობის მიზეზი ქვეყნის იმდროინდელი პოლიტიკური ინტრიგები იყო. სანაიას მკვლელობაში ბრალდებული გრიგოლ ხურცილავაა, რომელსაც 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა ოჯახის წევრები დღემდე ფიქრობენ, რომ რეალური მკვლელი და მკვლელობის დამკვეთი დაუსჯელია.