ძაღლი მინდა! გულის ამაჩუყებელი რიგი ბათუმში

ბათუმში ცხოველთა დამცველებმა ნოუ-ჰაუ მოიფიქრეს – ადამიანებს, რომლებიც ძაღლს შეიფარებენ, მათ შესანახად ყოველთვიურ დახმარებას დაუნიშნავენ.
Sputnik

მაგრამ არის ერთი „მაგრამ“ – პროგრამა საპილოტეა და 60 ლარის დახმარება მხოლოდ პირველ ას ბათუმელს გადაეცემა, რომლებიც აუცილებელ საბუთებს შეავსებენ და უპატრონო ძაღლს შეიფარებენ. ცხოველთა მოყვარულებმა ეს შესაძლებლობა გამოიყენეს, შედეგად – ბათუმის ძაღლთა თავშესაფარში დიდი რიგი დადგა.