ქობულეთში დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა

დაჭრილი ქობულეთის რეფერალურ საავადმყოფოში მოქალაქეებმა გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
Sputnik

თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. ქობულეთში გარდაიცვალა დაჭრილი 30 წლის მამაკაცი, რომელსაც ქალაქის რეფერალურ საავადმყოფოში ოპერაცია უტარდებოდა, იუწყება აჭარის ტელევიზია.

ბათუმში მამაკაცის დაჭრის ფაქტზე თურქეთის მოქალაქე დააკავეს

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე დაახლოებით ორი საათის წინ მოხდა.

ინციდენტს წინ უძღოდა ახალგაზრდა მამაკაცებს შორის ურთიერთშელაპარაკება. მამაკაცს ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით მუცლის არეში მიაყენეს.

დაჭრილი ქობულეთის რეფერალურ საავადმყოფოში მოქალაქეებმა გადაიყვანეს, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს. მედიკოსები განცხადებით, კლინიკაში შეყვანის დროს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკული იყო. 

შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციისა და ექსპერტ-კრიმინალისტების ჯგუფები მუშაობენ.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.