ბრძნული ტყუილის საიდუმლოებანი: ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც ჭკვიანურად იტყუებიან

ასტროლოგები გამოყოფენ ზოდიაქოს სამ ნიშანს, რომლებსაც, თუ მოინდომებენ, განსაკუთრებული ეშმაკობით შეუძლიათ სიცრუის თქმა.
Sputnik

წარმოგიდგენთ ზოდიაქოს სამ ნიშანს, რომლებიც თუ იტყუებიან, ჭკვიანურად აკეთებენ ამას

ზოდიაქოს ექვსი ნიშანი და მათი „შავი სია“: თუ გინდათ, რომ ამ სიაში არ მოხვდეთ...>>

ქალწული

ქალწულები გამუდმებით სწავლობენ და სრულყოფას ცდილობენ. „შეპყრობილი" არიან ახალი უნარების შეძენით, კარგად კონცენტრირებული არიან და უმნიშვნელო დეტალებსაც კი იმახსოვრებენ. ქალწულები დაბადებით ანალიტიკოსები არიან. თუ მათი მიზანია ვინმეს მოტყუება, ყველა წვრილმანს წინასწარ გათვლიან. აქედან გამომდინარე, არ ღირს ამ ნიშნის შესაძლებლობების დაუფასებლობა.

კრიმინალური ტალანტი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

მერწყული

მერწყული თავისი შემოქმედებითი ინტელექტით არის ცნობილი, იოლად შეუძლია იპოვოს პასუხები თავსატეხებზე და იმ პრობლემებზე, რომლებიც სხვებისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს. მერწყულები ძალზე მშვიდი და გაწონასწორებული არიან. არასდროს ურევენ ემოციებს სამუშაო პროცესთან და პროფესიულ საქმიანობასთან. არიან ძალზე არაპროგნოზირებადი და მახვილგონიერი. დებატებში ყოველთვის მთავარზე ამახვილებენ ყურადღებას. თუ ტყუილის თქმა გადაწყვიტეს, ამას გონივრულად მოიფიქრებენ, მაგრამ ასევე შეუძლიათ „შემოქმედებითი" ტყუილის გზადაგზა მოფიქრება.

როგორ იტყუებიან ზოდიაქოს ნიშნები

თხის რქა

თხის რქებს სამი თვისება ახასიათებთ: სიბრძნე, მოთმინება და გულმოდგინება. არიან კეთილი ადამიანები, მაგრამ ხშირად ბევრს ავიწყდება, რომ თხის რქები ძალიან ჭკვიანები არიან და ყველას დაჩრდილვა შეუძლიათ. თუ გარკვეული მიზნისკენ ისწრაფვიან, განსაკუთრებითი მცდელობით გამოირჩევიან. ასეთი ადამიანები არასდროს ელოდებიან, რომ ვინმე შეაქებს მათ და სულ ისე, ტყუილუბრალოდ აღფრთოვანდებიან მათით. მათი მთავარი მოტივაცია და საუკეთესო ჯილდოა მორალური გამარჯვება გარშემომყოფებზე. თუ ისინი ტყუილს ამბობენ, ამისთვის წინასწარ უნდა იყვნენ კარგად მომზადებული, თუმცა, „ექსტრემალურ" პირობებშიც შეუძლიათ თავის დაძვრენა.