შექმნილია უნიკალური კბილის პასტა გულის შეტევის თავიდან ასაცილებლად

მანამდე მეცნიერებმა კვლევების საფუძველზე დაადგინეს, რომ პირის ღრუს ჰიგიენასა და გულის დაავადაბებეს შორის კავშირი არსებობს
Sputnik

თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. კბილის პასტას არა მხოლოდ კბილების გაწმენდა და პირის ღრუს დაავადებებთან ბრძოლა შეუძლია, არამედ ის შეიძლება გულის შეტევის თავიდან აცილების კარგი საშუალებაც გახდეს, თუ სპეციალური კომპონენტი დაემატება, ნათქვამია ფლორიდელი მეცნიერების კვლევაში. 

დადგინდა კავშირი კბილების გამოხეხვასა და გულის დაავადებებს შორის: მეცნიერული კვლევა

მანამდე კორეელმა სწავლულებმა დადგინეს, რომ კბილების რეგულარულ გამოხეხვასა და გულის ჯანმრთელობას შორის პირდაპირი კავშირი არსებობს. მათი კვლევის თანახმად, პირის ღრუს გამუდმებული მოვლა ამცირებს მოციმციმე არითმიისა და გულის უკმარისობის განვითარების რისკს. მეცნიერების თქმით, პირის ღრუს არასაკმარისი ჰიგიენა და ბაქტერიების მუდმივი არსებობა მასში ღრძილების ქრონიკულ ანთებას, გინგივიტს, პერიოდონტიტს, ენდოდონტურ დაზიანებებს განაპირობებს. სისხლში ბაქტერიების რეგულარული მოხვედრა კი იწვევს შინაგან ანთებით პროცესებს, რაც გულის დაავადებების რისკს ზრდის. 

წაიკითხეთ აქ:აღმოჩენილია კბილების თავიდან გაზრდის მეცნიერული მეთოდი: გარღვევა მოლეკულურ ბიოლოგიაში>>

ფლორიდის უნივერსიტეტის სამედიცინო კოლეჯის მეცნიერ-თანამშრომლებმა კი ახლა უნიკალურ კომპონენტს მიაგნეს, რომელიც კბილის პასტაში დაამატეს. მისი გამოყენება გათვლილია 30 დღიან კურსზე და მოქმედების სპექტრი იმაზე გაცილებით მეტია, ვიდრე კბილების ჩვეულებრივი მოვლაა. მის უნიკალურობას განსაზღვრავს С-რეაქტიული ცილის დონის იდენტიფიცირების უნარი.

კბილის ნადების სტრუქტურა ახალ კომპონენტებს საშუალებას აძლევს, დადებითად იმოქმედოს გულის ჯანმრთელობაზე და ამასთან, დაბლოკოს მოსალოდნელი  შეტევები და ინსულტიც კი.

წაიკითხეთ აქ: სენსაციური კვლევა - სარძევე კბილი ბავშვის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე იძლევა ინფორმაციას>>

ნაშრომის ავტორებმა უკვე ჩაატარეს კვლევა რეალური რესპონდენტების მონაწილეობით, რომლებსაც 30 დღისთვის საკმარისი ოდენობის ახალი კბილის პასტა მისცეს. ექსპერიმენტის დაწყებამდე და მისი დასრულების შემდეგაც,  მეცნიერებმა თითოეულ მოხალისეს გაუზომეს С-რეაქტიული ცილის დონე და მაჩვენებლები ერთმანეთს შეადარეს.

აღმოჩნდა, რომ კბილის პასტაში დამატებული ახალი ელემენტი ამცირებს სისხლძარღვებში ფოლაქების ფორმირებას, რომლებიც არის კიდეც საძილე და კორონარულ არტერიებში ათეროსკლეროზის განვითარების მიზეზი, რაც, თავის მხრივ, ინფარქტებსა და ინსულტებს იწვევს.