სად და რა მიზნებით მიდიან საქართველოს მოქალაქეები საზღვარგარეთ

ქართველი ტურისტები უცხოეთში საშუალოდ 4,5 ღამეს ატარებენ და ყველაზე მეტ ფულს ხარჯავენ კვებაზე, საყიდლებზე და დაბინავებაზე.
Sputnik

თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ყოველმა მესამე მოქალაქემ, რომელიც 2019 წლის მეოთხე კვარტალში საზღვარგარეთ გავიდა, გამგზავრების მიზნად ნათესავებისა და მეგობრების მონახულება დაასახელა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.

სულ 2019 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ გავიდა 890,5 ათასი ადამიანი. აქედან 54,7% მოგზაურობდა როგორც ტურისტი. ქართველმა ტურისტებმა უცხოეთში საშუალოდ 3,8 ღამე დაჰყვეს.

საქართველოს მოქალაქეების უმეტესობა ეწვია თურქეთს (39,3%), აზერბაიჯანსა (16,7%) და ევროკავშირის ქვეყნებს (15,2%).)

ნაცნობების მონახულების გარდა, საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეები მიდიან შოპინგისთვის, პროფესიული ან ეკონომიკური საქმიანობისთვის.

საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ გამგზავრების მიზნები 2019 წლის მეოთხე კვარტალში

მგზავრობის მიზანი

ტურისტების რაოდენობა - ათასიწილი ტურისტების საერთო რაოდენობაში

მეგობრებისა და ნაცნობების მონახულება

223,535,6
შოპინგი199,831,8
პროფესიული საქმიანობა111,917,8
დასვენება68,110,8
მკურნალობა13,92,2
სხვა11,41,8

საქართველოს მოქალაქეებმა აღნიშნულ პერიოდში საზღვარგარეთ დახარჯეს 505,4 მლნ ლარი. თითოეულმა მოქალაქემ ვიზიტის დროს საშუალოდ 857,7 ლარი დახარჯა. ყველაზე მეტ ფულს ქართველი ტურისტები ხარჯავენ კვებაზე, საყიდლებზე და დაბინავებაზე.

საქართველოს მოქალაქეების ხარჯები საზღვარგარეთ 2019 წლის მეოთხე კვარტალში

ხარჯის დასახელებახარჯები - მლნ ლარიწილი საერთო ხარჯებშივიზიტის ხარჯი - ლარი
კვება175,034,6278,4
საყიდლები170,033,6270,5
საცხოვრებელი90,717,9144,3
კულტურა და ექსკურსიები27,35,543,5
ადგილობრივი ტრანსპორტი25,45,040,3
სხვა ხარჯები17,03,427,0

საქართველოს 2019 წლის მეოთხე კვარტალში უცხოელები ეწვივნენ 2,1 მილიონჯერ, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შეადრებით 12,1%-ით მეტია. უცხოელმა მოგზაურებმა საქართველოში მთლიანობაში დაახლოებით 1,7 მილიარდი ლარი დახარჯეს.