ყვითელი ამბები

მოგვწონხარ წყვილში – ნინი ნებიერიძე მილიონერ ქმართან გადაღებულ რომანტიკულ ფოტოს აქვეყნებს

ნინი ნებიერიძე ოჯახთან ერთად ამერიკაში ისვენებს და ფოტოებს სოციალური ქსელის მომხმარებლებს უზიარებს. დიდი ხანია ნინი მხოლოდ შვილების ფოტოებს დებს, ამიტომ მეუღლესთან ერთად გადაღებულმა ფოტომ სოციალურ ქსელში აჟიოტაჟი გამოიწვია.
Sputnik

მოდელი ნინი ნებიერიძე ცოტა ხნის წინ 24 წლის გახდა. ის ბიზნესმენ თემურ უგულავაზეა დაქორწინებული, რომელიც მასზე 29 წლით უფროსია.
მათ რომანზე მათი ურთიერთობის დაწყების დღიდან ქალაქში ბევრს ჭორაობდნენ. საუბარი იყო მათ შორის დიდ ასაკობრივ სხვაობაზე, რომ მოდელი ბიზნესმენს ცოლობაზე ანგარების გამო დათანხმდა და ა.შ. როგორც ჩანს, სიყვარული ნამდვილი აღმოჩნდა და ძლიერი. იმდენად, რომ წყვილს უკვე ორი ულამაზესი შვილი ჰყავს.

ცნობილი ქართველი მოდელი ნინი ნებიერიძე და მილიონერი თემურ უგულავა უკვე 5 წელია ქორწინებაში არიან. წყვილს მეორე შვილი დაახლოებით ერთი წლის წინ შეეძინა და უცნაური სახელი – ტოკიო დაარქვეს. ამჟამად მოდელი ოჯახთან ერთად ამერიკაში ისვენებს. Instagram-ზე ცოტა ხნის წინ თემურ უგულავასთან ერთად გადაღებულმა რომანტიკულმა ფოტომ სოციალური ქსელის მომხმარებლები მოხიბლა.

მოდელი მილიონერის მესამე ცოლია. მანამდე უგულავა ქორწინებაში იყო ჯერ თეო ფერაძესთან და მასთან ორი შვილი ჰყავს, შემდეგ კი ბაია დავითაიასთან. ნინი ნებიერიძე სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს პატარების ფოტოებს. მეგობრები კომენტარებში აღნიშნავენ, რომ ტოკიო ულამაზესი ბავშვია.

19 წლის ნინი ნებიერიძისა და 48 წლის თემურ უგულავას ქორწინების შესახებ საზოგადოებამ ნინის „ფეისბუქის“ გვერდიდან შეიტყო. ფოტო წარწერით „გავთხოვდი“ მოდელმა თავად გაავრცელა. ცოტა ხნის წინ ნინი სოციალურ ქსელში ახალი იმიჯის გამო გააკრიტიკეს. მიუხედავად იმისა, რომ, როგორც ჩანს, მოდელს სულაც არ აღელვებს, რას იფიქრებენ მასზე, კრიტიკის ავტორს პასუხი მაინც გასცა.