მსოფლიო დღეს

ეჭვი კორონავირუსზე: ჯეკი ჩანი კარანტინში მოათავსეს

მანამდე ჯეკი ჩანი მილიონ იუანს დაჰპირდა მას, ვინც ახალი ტიპის კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატს შექმნის.
Sputnik

თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. მსახიობი და რეჟისორი ჯეკი ჩანი კარანტინშია გადაყვანილი კორონავირუსზე ეჭვის გამო, იუწყება „Sputnik–ესპანეთი“. 

მილიონი წამალში: ჯეკი ჩანმა კორონავირუსის ვაქცინის გამოგონებისთვის ჯილდო დააწესა

გავრცელებული ინფორმაციით, მსახიობი კორონავირუსით, შესაძლოა, ერთ-ერთ კერძო წვეულებაზე დაინფიცირდა. აღნიშნულ საღამოს ასევე ესწრებოდა 48 წლის პოლიციელიც, რომელსაც შემდეგ COVID-2019 დაუდგინდა. 

65 წლის ჯეკი ჩანი სწორედ ამ მიზეზით გადაიყვანეს კარანტინში. 

მანამდე ჯეკი ჩანი მილიონ იუანს დაპირდა მას, ვინც ახალი ტიპის კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატს შექმნის. 

ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, ახალი ტიპის კორონავირუსით გამოწვეული პნევმონიით, რომელსაც ოფიციალურად ეწოდა COVID 2019, მსოფლიოს მასშტაბით სულ აღირიცხა 81 005 ადამიანის ინფიცირება. აქედან მატერიკულ ჩინეთზე 78 064 შემთხვევა მოდის. გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოდან გაეწერა სულ 30 109 პაციენტი, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობამ 2 762 კაცს მიაღწია.