მსოფლიო დღეს

ინციდენტი პენტაგონის მახლობლად: პოლიციამ აფეთქება აღკვეთა – ვრცელდება ვიდეო

პოლიციამ დააკავა ახალგაზრდა კაცი, რომელიც პენტაგონის პარკირების ტერიტორიაზე ავტომობილისა და თავის აფეთქებას აპირებდა.
Sputnik

თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. აშშ-ის თავდაცვის სამინისტროსთან ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს, რომელიც აფეთქების მოწყობას აპირებდა, იუწყება Washington Post-ი.

გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი 24 თებერვალს მოხდა. ირკვევა, რომ პოლიციელმა მეთიუ რიჩარდსონი პენტაგონის ჩრდილოეთ პარკირებაზე მაშინ შენიშნა, როდესაც ეს უკანასკნელი ავტომობილის ბენზინის ავზში ჩატენილი ჩვრისთვის ცეცხლის წაკიდებას ცდილობდა. აღნიშნული ავტომობილი მის ნაცნობ სამხედრო მოსამსახურეს ეკუთვნოდა. 

როდესაც პოლიციელი რიჩარდსონის დაკავებას შეეცადა, ის გაიქცა და მხოლოდ ერთი საათის შემდეგ დააკავეს პენტაგონის შენობიდან 1,5 კმ-ის დაშორებით. როგორც მან პოლიციასთან აღიარა, მანქანასთან ერთად თავის აფეთქებასაც აპირებდა.

ამ დროისათვის მეთიუ რიჩარდსონი დაკავებულია და მას 5 წელზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.