ძიძიგური: მე არ ვარ „ქართული ოცნების“ ოპონენტი

საქართველოს პარლამენტის წევრი, „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერი ზვიად ძიძიგური საუბრობს იმაზე, როგორი ურთიერთობა აქვს მმართველ პარტიასთან.
Sputnik
ძიძიგური: მე არ ვარ „ქართული ოცნების“ ოპონენტი
„მე პირადად ნამდვილად არ ვაპირებ საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ თემებზე აქტიურობას. თუ საკონსტიტუციო ცვლილებები შემოტანილი იქნება პარლამენტში, მე, როგორც ერთი დეპუტატი და ერთი ადამიანი, რომელსაც ჩემი მოქალაქეობრივი პოზიცია მაქვს, ვფიქრობ, რომ ქვეყნის სტაბილურობისთვის უმჯობესია მეტი პროპორციულობა და მხარს ვუჭერ ამას. მე არ ვარ „ქართული ოცნების“ ოპონენტი“, – ამბობს ზვიად ძიძიგური.

მისი თქმით, რვა წელიწადი „ქართულ ოცნებასთან“ ერთად იყო, ერთად განახორციელეს ბევრი რეფორმა და ის არავითარ შემთხვევაში არ აპირებს ამ რვა წელზე უარის თქმას.