ვითარება გზებზე:  ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა

ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო აიკრძალა
Sputnik

თბილისი, 25 თებერვალი - Sputnik. რთულმა მეტეოროლოგიურმა პირობებმა საქართველოს საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე პრობლემები შექმნა, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უამინდობამ გზებზე პრობლემები შექმნა

კერძოდ, ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 138–158-ე კმ (ჩუმათელეთი-ხუნევი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.