მსოფლიო დღეს

უკრაინულ სადგურზე წითელი თოვლი დევს: სამინისტრო ფოტოებსა და განმარტებას ავრცელებს

უკრაინის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აქვეყნებს ფოტოებს, რომლებზეც წითელი ფერის თოვლის საფარველი ჩანს.
Sputnik

თბილისი, 25 თებერვალი — Sputnik. უკრაინის ანტარქტიკულ სადგურზე „აკადემიკოსი ვერნადსკი“ წითელი თოვლი მოვიდა, წერს ქვეყნის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საკუთარ Facebook-გვერდზე.

სამინისტრო პოსტს თან ურთავს ფოტოებს, რომლებზეც სადგურის ტერიტორიაზე წითელი ფერის თოვლის საფარველი ჩანს.

როგორც ირკვევა, თოვლს ასეთ შეფერილობას მიკროსკოპული წყალმცენარე Chlamydomonas nivalis აძლევს. ისინი ქმნიან დაბალი ტემპერატურისადმი მედეგ სპორებს, რომლებიც ზამთრობით თოვლში ინახება, თბილ ამინდებში კი (ახლა ანტარქტიდაზე ზაფხულია) სპორები ზრდას იწყებს.

აღსანიშნავია, რომ გარდა მწვანე ქლოროფილისა, წყალმცენარეების უჯრედები წითელ კაროტინულ ფენასაც შეიცავს, რაც აწითლებს კიდეც თოვლს.