თბილისი, 25 თებერვალი — Sputnik. პოლიციის თანამშრომლებმა ცხელ კვალზე დააკავეს 2001 წელს დაბადებული მ.ზ., რომელსაც ორი პირის განზრახ მკვლელობა ედება ბრალად, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავეს.
კახეთში შვილმა 91 წლის დედა ნაჯახით მოკლა>>
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება მიმდინარეობს ორი ან მეტი პირის მიმართ ოჯახში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, რაც სასჯელის სახით 16-დან 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.