COVID-19 - ბოლო ცნობები

პანიკა და დაცარიელებული დახლები იტალიაში – ქართველი ჟურნალისტი ფოტოებს ავრცელებს

იტალიაში კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა. ვირუსის ბოლო მსხვერპლი ბერგამოში ჰოსპიტალიზებული 84 წლის მამაკაცია.
Sputnik

თბილისი, 25 თებერვალი — Sputnik. იტალიაში კორონავირუსით ადამიანების გარდაცვალებამ პანიკა გამოიწვია. მოსახლეობა საკვებ პროდუქტებს წინასწარ ყიდულობს, ამიტომ მაღაზიის დახლები ბევრ ქალაქში დაცარიელებულია.

შესაბამის ფოტოებს აქვეყნებს ცნობილი ჟურნალისტი ქეთევან ქარდავა.

იტალიაში კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა. ვირუსის ბოლო მსხვერპლი ბერგამოში ჰოსპიტალიზებული 84 წლის მამაკაცია. იტალიური მასმედიის ცნობით, ყველა მსხვერპლი ხანდაზმული ადამიანია, რომელთაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდათ.

COVID 2019: იტალიელები სუპერმარკეტებს აცარიელებენ – თვითმხილველების ნაამბობი

24 თებერვლის მდგომარეობით, იტალიაში ახალი ტიპის კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობამ 224 შეადგინა. ამგვარად, ქვეყანა ინფიცირებულთა რაოდენობით მსოფლიოში მესამე ადგილზეა ჩინეთისა და სამხრეთ კორეის შემდეგ.

ამასთან, დღეს კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა ომანში. ამის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა ომანის ჯანდაცვის სამინისტრომ. უწყების ცნობით, ინფიცირებულია ირანიდან დაბრუნებული ორი მოქალაქე. მათი მდგომარეობა სტაბილურია.

დღესვე კორონავირუსის პირველი შემთხვევები გამოვლინდა ავღანეთში, ქუვეითსა და ბაჰრეინში. ამჟამად, ჩინეთის გარდა, კორონავირუსის შემთხვევა მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაშია გამოვლენილი.