მსოფლიო დღეს

ორი წლის გოგონამ სმარტფონს ბლოკი მოხსნა და დედა სიკვდილს გაადაარჩინა

პატარა სოფიამ იშვიათი გონებამახვილობა გამოავლინა, როდესაც გონდაკარგული დედის ტელეფონს ბლოკი მისი თითის დახმარებით მოხსნა.
Sputnik

თბილისი, 25 თებერვალი — Sputnik. ორი წლის გოგონამ ტელეფონს ბლოკი მოხსნა და გონდაკარგული დედა გადაარჩინა, იუწყება გამოცემა Mirror-ი.

გავრცელებული ინფორმაციით, 28 წლის სამანტა მაინეზი შინ, სამზარეულოში იმყოფებოდა, როდესაც მოულოდნელად გონება დაკარგა და წაიქცა. პატარა სოფია არ დაიბნა, დედის მობილური ტელეფონი აიღო და ბლოკი მისივე თითის დახმარებით მოხსნა. შემდეგ Facebook-ის მესენჯერში შევიდა, ბებიის ფოტო იპოვა და დაურეკა.

ბებია დები ბეიკერმა, რომელიც 250 კილომეტრით დაშორებულ ქალაქში ცხოვრობს, ყურმილი აიღო და როდესაც მონიტორზე სოფია დაინახა, ჰკითხა, დედა სად არისო. გოგონამ უპასუხა, რომ ის ცუდად გახდა. მაშინ დებიმ სთხოვა შვილიშვილს, ეჩვენებინა დედა. როდესაც ქალმა წაქცეული უგონოდ მყოფი ქალიშვილი დაინახა, მაშინვე სამაშველო სამსახურში დარეკა და დახმარება გამოიძახა. 

პატარა გმირი: როგორ გადაარჩინა 5 წლის ბიჭმა დედა და 2 თვის და

ექიმების მისვლამდე სოფიამ და მისმა ოთხი წლის ძმა იტანმა დედას თავქვეშ ბალიში ამოუდეს, პლედი დააფარეს და გვერდით მიუსხდნენ.

მედიკოსებმა სამანტა საავადმყოფოში გადაიყვანეს. გაირკვა, რომ ცუდად გახდომის მიზეზი ნაწლავური ინფექციით გამოწვეული გაუწყლოება იყო.

ამ დროისათვის სამანტა მაინეზი უკვე კარგადაა და შინ იმყოფება შვილებთან ერთად.

ახალგაზრდა ქალის განმარტებით, სოფიამ, როგორც ჩანს, საგანგებო ვითარებაში ქცევის წესები მაშინ დაიმახსოვრა, როდესაც დედა ამას მის უფროს ძმას იტანს ასწავლიდა.