COVID-19 - ბოლო ცნობები

მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანებმა ერთ დღეში 139 მლრდ დოლარი დაკარგეს

ინვესტორები შეშფოთებული არიან კორონავირუსის გავრცელების მასშტაბებით, ვინაიდან დაავადების აფეთქება და საკარანტინო ღონისძიებები რისკს წარმოადგენს როგორც ჩინეთის, ისე მსოფლიო ეკონომიკისთვის.
Sputnik

თბილისი, 25 თებერვალი — Sputnik. მსოფლიოს 500-მა უმდიდრესმა ადამიანმა 139 მლრდ დოლარი დაკარგა ორშაბათს საფონდო ბირჟებზე იმ საფრთხის გამო, რომ კორონავირუსი გლობალურ ეკონომიკას დაარტყამდა, იუწყება სააგენტო Bloomberg.  

ვის ემართება კორონავირუსი - ჯანმოს ექსპერტებმა ახალი დასკვნა გამოაქვეყნეს

ეს „ბლუმბერგის“ რეიტინგში შემავალი პერსონების ყველაზე დიდი დანაკარგია 2016 წლიდან, რაც სააგენტომ მსგავსი დაკვირვებების წარმოება დაიწყო. 

მაგალითად, კომპანია LVMH-ის გენერალურმა დირექტორმა ბერნარ არნომ და Amazon-ის მფლობელმა ჯეფ ბეზოსმა 4,8 მილიარდი დოლარი იზარალეს თითოეულმა. Zara-ს მფლობელმა ამანსიო ორტეგამ 4 მლრდ დოლარი დაკარგა, ხოლო მარკ ცუკერბერგმა – 3,48 მლრდ. 

„ბლუმბერგის“ რეიტინგის პირველი ათეულის სხვა მილიარდერების ქონება მინიმუმ 2,3 მლრდ დოლარით შემცირდა. 

ჩინეთის საფონდო ბირჟები ჩამოიშალა: კორონავირუსი ეკონომიკას უტევს>>

ვაჭრობის დასრულების მომენტისთვის ამერიკის საფონდო ინდექსები ორშაბათს 3%-ზე მეტით დაეცა. ინვესტორები შეშფოთებული არიან კორონავირუსის გავრცელების მასშტაბებით, ვინაიდან დაავადების აფეთქება და საკარანტინო ღონისძიებები რისკს წარმოადგენს როგორც ჩინეთის, ისე მსოფლიო ეკონომიკისთვის. 

ბოლო მონაცემებით, სულ მსოფლიოში ახალი კორონავირუსით, COVID 2019-ით დაავადებულთა საერთო რაოდენობამ 80 149 კაცი შეადგინა. აქედან მატერიკულ ჩინეთზე 77 658 შემთხვევა მოდის. გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოებიდან გაეწერა 23 232 კაცი, გარდაიცვალა 2 663. ამ დროსათვის ავადაა 47 672 ადამიანი, მათგან 9 126 მძიმე მდგომარეობაშია.