COVID-19 - ბოლო ცნობები

ორ ჩინელს თბილისი–ბათუმის მატარებლიდან კორონავირუსი არ დაუდგინდა

ჩინელი ცოლ-ქმრის გამო, რომლებსაც დაკვირვებულმა მგზავრებმა საეჭვო სიმპტომები შენიშნეს, ბათუმისკენ მატარებლის გამგზავრება გადაიდო.
Sputnik

თბილისი, 25 თებერვალი — Sputnik. ჩინეთის მოქალაქეებს, რომლებიც გუშინ „თბილისი–ბათუმის“ მატარებლიდან ჩამოიყვანეს, კორონოვირუსით ინფიცირება არ დაუდგინდა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

საქართველო ამკაცრებს კონტროლს ირანში ნამყოფ პირებზე>>

საქმე ის არის, რომ ორშაბათ საღამოს რეისის მგზავრებმა ჩინელ ტურისტებს გაციების ნიშნები შეამჩნიეს და საქართველოს რკინიგზის ადმინისტრაციას აცნობეს. სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ისინი გამოკვლევებისთვის კლინიკაში გადაიყვანა. ანალიზებმა აჩვენა, რომ ჩინეთის მოქალაქეები უბრალოდ გაციებული არიან. ისინი სამშაბათს, დილით საავადმყოფოდან გაწერეს.

ზალკალიანი: ყველაფერს ვაკეთებთ, რათა კორონავირუსმა საქართველოში არ შემოაღწიოს

2019 წლის 31 დეკემბერს ჩინეთის ხელისუფლებამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ქალაქ უჰანში უცნობი პნევმონიის აფეთქების შესახებ შეატყობინა. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ დაავადების გამომწვევი ახალი ტიპის კორონავირუსი იყო. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო სიტუაცია გამოაცხადა და დაავადებას ოფიციალური სახელწოდება დაუდგინა – COVID-2019.

ბოლო მონაცემებით, სულ მსოფლიოში ახალი კორონავირუსით, COVID 2019-ით დაავადებულთა საერთო რაოდენობამ 80 149 კაცი შეადგინა. აქედან მატერიკულ ჩინეთზე 77 658 შემთხვევა მოდის. გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოებიდან გაეწერა სულ 23 232 კაცი, გარდაიცვალა 2 663. ამ დროსათვის ავადაა 47 672 ადამიანი, მათგან 9 126 მძიმე მდგომარეობაშია.

საქართველოში ამ დროისთვის დაავადების არც ერთი შემთხვევა არ არის დაფიქსირებული.

თბილისი-ბათუმის რეისის მგზავრები სხვა მატარებლით გაამგზავრეს>>

ახალი ტიპის პნევმონიის აფეთქების გამო საქართველომ დროებით შეაჩერა პირდაპირი ფრენები ჩინეთიდან და ირანიდან. აიკრძალა ასევე ცხოველების იმპორტი ჩინეთიდან. აეროპორტებსა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გამშვებ პუნქტებზე სპეციალისტები ყველა მოგზაურს ამოწმებენ. ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობაში საინფორმაციო კამპანიას ატარებს.