ყვითელი ამბები

„რა დღე გამითენე ეს, რა გინდოდა...“ – გიორგი მასხულიას მეგობარი გარდაეცვალა

დიზაინერ გიორგი მასხულიას მეგობარი გარდაეცვალა, რომლის შესახებაც სოციალურ ქსელში წერს და ემოციურ სიტყვებს უძღვნის.
Sputnik

თბილისი, 25 თებერვალი — Sputnik. დიზაინერი გიორგი მასხულია ინგა სიორიძის გარდაცვალების შესახებ სოციალურ ქსელში წერს და მას ემოციურ სიტყვებს უძღვნის.

„რა დღე გამითენე ეს, რა გინდოდა რააა, რატომ ვერ მოერიე ამ ბრძოლას, შენ ხომ მებრძოლი იყავი, სად წახვედი, არ მჯერა. ინგა არ დავიჯერებ შენ რომ აწი აღარ გამიღიმებ ჩემო პოზიტიურო. ჩვენი ინგა“, – წერს გიორგი მასხულია. „რეგიონ ფეშენვიკის“ ერთ-ერთი ორგანიზატორისა და ჟურნალისტის ინგა სიორიძის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია დღეს გავრცელდა. არსებული ინფორმაციით, სიორიძე რამდენიმე წლის განმავლობაში უმძიმეს დაავადებას – სიმსივნეს ებრძოდა. ბოლო დღეებში იგი მართვით სუნთქვაზე საავადმყოფოში იმყოფებოდა.