დააკვირდით თვალებს: პარკინსონის ადრეული სიმპტომები თვალებით დგინდება

სტატისტიკის თანახმად, 60 წელს გადაცილებული ადამიანების პრაქტიკულად 80% მიდრეკილია პარკინსონის დაავადების განვითარებისადმი.
Sputnik

თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. პარკინსონის ადრეული ნიშნების განსაზღვრა თვალების მეშვეობითაა შესაძლებელი, აცხადებენ კომპანია Parkinson-ში.

სწავლულთა თქმით, ერთ-ერთი უპირველესი სიმპტომი, რომელიც დაავადების განვითარების შესახებ გვაფრთხილებს — ეს თვალების სიმშრალეა. 

აპენდიქსი კავშირშია პარკინსონის დაავადებასთან: შვედი მეცნიერების კვლევა

ექსპერტები განმარტავენ, რომ დოფამინის გამომუშავებაზე პასუხისმგებელი ნერვული უჯრედების დაღუპვის გამო ირღვევა როგორც კიდურებისა და სხეულის მოძრაობის კოორდინაცია, ისე თვალის კაკლების მოძრაობა.

ირკვევა, რომ პარკინსონისადმი მიდრეკილ ადამიანებს ჯერ კიდევ დაავადების მკვეთრი სიმპტომების გაჩენამდე ეწყებათ თვალების სიმშრალე, რაც ხშირ ხამხამს იწვევს. მიუხედავად იმისა, რომ თვალის სიმშრალე შესაძლოა სხვა ფაქტორებითაც იყოს განპირობებული, მკვლევარები ფიქრობენ, რომ ეს სიმპტომი არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოირიცხოს იმ ჩამონათვალიდან, რომელიც თავის ტვინში მომხდარი სერიოზული დარღვევების შესახებ ნიშნებს შეიცავს. თვალების სიმშრალის ნამდვილი მიზეზის დადგენა კი ოფთალმოლოგთან ვიზიტითაა შესაძლებელი.

სენსაციური აღმოჩენა: პარკინსონის დაავადება ტვინში ნაწლავებიდან აღწევს>>

სტატისტიკის თანახმად, 60 წელს გადაცილებული ადამიანების პრაქტიკულად 80% მიდრეკილია პარკინსონის დაავადების განვითარებისადმი.

მეცნიერებს ერთიანი პასუხი იმის შესახებ, თუ რა მიზეზით ჩნდება აღნიშნული პათოლოგია, ჯერ კიდევ არ აქვთ. ზოგი მონაცემებით, ცვლილებები თავის ტვინში შესაძლოა განვითარდეს როგორც მისი ტრავმის, ისე გენეტიკური ცვლილებებისა თუ გარემო ფაქტორების გავლენით. 

ამერიკელი მეცნიერი ჯოზეფ მერკოლა ვარაუდობს, რომ თუ რაციონში საკმარისი რაოდენობით შეიტანთ ისეთ პროდუქტებს, რომლებიც შეიცავს ვიტამინ В-სა და D-ს, ომეგა 3-ის მჟავებს, ფოლიუმის მჟავებს, კოფეინსა და ნიკოტინის მჟავებს, პარკინსონის დაავადების თავიდან აცილება შესაძლებელია.