თბილისი, 24 თებერვალი - Sputnik. კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ დოესში მამაკაცი ვენახში დაიწვა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
60-წლამდე მამაკაცი საკუთარ ბაღს ასუფთავებდა და შემდეგ გამხმარ ბალახს ცეცხლი წაუკიდა. წინასწარი ინფორმაციით, ის ნასვამი იყო და დაეძინა. ადგილზე მისულ მეხანძრე-მაშველებს მამაკაცი გარდაცვლილი, ხოლო ცეცხლი ჩამქრალი დახვდათ.
ცეცხლის ჩაქრობა ბაღში ადგილობრივებმა საკუთარი ძალებით შეძლეს, თუმცა მამაკაცს დახმარება ვერ აღმოუჩინეს. შსს-მ გამოძიება სსკ-ის 188-ე მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გაუფრთხილებლობით, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი.