მსოფლიო დღეს

გერმანიაში კარნავალზე ავტომობილი ხალხში შეიჭრა

მედიის ცნობით, ავტომობილის მძღოლი უკვე დაკავებულია. ინციდენტის შედეგად დაღუპულებს შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება
Sputnik

თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. გერმანიაში, ქალაქ ფოლკმარზენში (ჰესენის მიწა), საკარნავალო მსვლელობის დროს ავტომობილი მაყურებლებში შეიჭრა, იუწყება РИА Новости ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით.

ინციდენტი ადგილობრივი დროით 14:30 საათზე მოხდა. წინასწარი მონაცემებით, მინიმუმ 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ბავშვები.

ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადებია მობილიზებული.