ყვითელი ამბები

ბერუკა ივანიშვილი ბაკურიანში ბებია-ბაბუასთან ერთად ისვენებს – ფოტოები სოცქსელიდან

მუსიკოს ბერა ივანიშვილის ვაჟი სულ ცოტა ხნის წინ მოევლინა ქვეყანას, თუმცა უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს. პატარა ზამთრის თოვლიან დღეებს მშობლებთან და ბებია-ბაბუასთან ერთად ატარებს.
Sputnik

ბიძინა ივანიშვილის „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე ცოტა ხნის წინ პატარა ბერუკას ახალი ფოტოები გამოჩნდა. ივანიშვილი, როგორც ჩანს, თავისუფალ დროს შვილიშვილთან ერთად ატარებს. ფოტოებზე ის და მისი მეუღლე ეკატერინე ხვედელიძე პატარასთან ერთად ბაკურიანში არიან. ცოტა ხნის წინ „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ ფოტოები დადო ბერა ივანიშვილმაც.

ბერა და ნანუკა ქართველ წყვილებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობენ. საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მომღერალს უამრავი მსმენელი ჰყავს. მილიარდერის ვაჟმა სახელი ძალიან სწრაფად, ბიძინა ივანიშვილის წინასაარჩევნო ცხელ პერიოდში გაითქვა. ივანიშვილების ოჯახს პირველი შვილიშვილი ბერამ აჩუქა. პატარა ბიჭს ბერუკა დაარქვეს.

ის 2019 წლის დეკემბრის თვეში დაიბადა. ამ პერიოდის მანძილზე მშობლები მასთან გადაღებულ სურათებს ხშირად აქვეყნებდნენ, მაგრამ სახეს უმალავდნენ. ბერუკა ივანიშვილის პირველი ფოტო სოციალურ ქსელში ნანუკამ და ბერამ ერთობლივად გამოაქვეყნეს. ამჯერად ორი თვის ბერუკა ივანიშვილის სახე თამამად გამოაჩინეს.

ბერუკას სურათის კომენტარებში ცნობილი ქართველები და ბერას თაყვანისმცემლები დადებით კომენტარებს არ იშურებენ. პატარა ბიჭს ნანუკა გუდავაძეს ამსგავსებენ.

წყვი­ლის ნიშ­ნო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია 2018 წლის სექტემბერში გავ­რცელ­და. პირველი, რაც ბერა ივანიშვილის მომავალ მეუღლეზე გახდა ცნობილი, ის არის, რომ მშვენიერი გოგონა ყოფილი მოდელია და ბიძინა ივანიშვილის მეგობრის ქალიშვილია. ნანუკა გუდავაძე, გავრცელებული ინფორმაციით, 14 წლის ასაკში დიზაინერ ბიჭოლას ბრენდის სახე იყო.

ამჟამად ის მოდის ბლოგერია. ბერა ივანიშვილი და ნანუკა გუდავაძე 2018 წლის სექტემბერში დაოჯახდნენ. ჯვრისწერა სვეტიცხოველში გამართეს და გრანდიოზული ქორწილი გადაიხადეს. წყვილმა საზოგადოებას აპრილის თვეში გაუზიარა სასიხარულო ამბავი – მათ ივანიშვილების ოჯახს პირველი შვილიშვილი აჩუქეს.