ყვითელი ამბები

ასე იწყება ანუკი არეშიძის ერთი ჩვულებრივი დილა - დიზაინერის უსაყვარლესი ვიდეო

გადატვირთული გრაფიკის გამო, ყველასათვის ცნობილი დიზაინერი ოთხ ვაჟთან ერთად ყოფნას ვერ ახერხებს. მიუხედავად ამისა, ანუკიმ ნიკოლასთან ერთად დაწყებული დილა გაასაჯაროვა. პატარა ბიჭუნა სათამაშო დათუნასთან პოზირებს. ნახეთ როგორ იწყება ანუკი არეშიძის ერთი ჩვეულებრივი დღე...
Sputnik

ანუკი არეშიძე უსიმპათიურესი ვაჟების სურათების გაზიარებას არ წყვეტს. საზოგადოებას ბავშვების გართობა-მოგზაურობის ფოტო-ვიდეოებს აქტიურად უზიარებს. მის ობიექტივში ვაჟები ყველაზე საყვარელ ვითარებაში ხვდებიან. დიზაინერი ნიკოლა კალაძეს სიტყვების წარმოთქმაში ავარჯიშებს. პატარა ბიჭუნამ პირველი სიტყვები დედის დახმარებით თქვა. ნიკოლა კალაძე საფრანგეთში დაიბადა. ანუკი არეშიძემ ვაჟი 2018 წლის სექტემბერში გააჩინა. წყვილი შვილის სახეს დიდი ხნის მანძილზე მალავდა. გაქრისტიანების შემდეგ, საზოგადოებას ნიკოლა კალაძე  მშობლებმა ანახეს. ანუკი და კახა კალაძეების უმცროსმა ვაჟმა ლაპარაკი დაიწყო. პატარა ბიჭუნა სიტყვების წარმოთქმას ცდილობს. ანუკი არეშიძე საყვარელ შვილს ალაპარაკებს და ვიდეოს აქვეყნებს, რომელზეც ნიკოლა დედას თქმას ცდილობს.

აღსანიშნავია, რომ ნიკოლა კალაძე დედას ძალიან ჰგავს. პატარა ბიჭმა მშობლების ცხოვრების რიტმი შეცვალა. როგორც ანუკი აღნიშნავს, ბიჭები მისი მოტივატორები არიან. ანუკი არეშიძე და კახა კალაძე შვილებში დიდ სიყვარულსა და მეგობრობას აღვივებენ. პატარა ბიჭები ერთმანეთს უვლიან და უფროსები დედას უმცროსების აღზრდაში ეხმარებიან. ანუკი არეშიძემ ამის დასტურად ჯვრისწერის ფოტოები არაერთხელ გამოაქვეყნა. სურათებზე უფროსი ვაჟი ლევანი ყველაზე პატარა ნიკოლას ხელით დაატარებდა, რომ არ დაღლილიყო. ანუკიმ აღნიშნა, რომ ბედნიერია ლევანისა და დანარჩენი ვაჟების არსებობით, რადგან ისინი ძალიან მეგობრობენ.

ანუკი არეშიძის ერთი ჩველებრივი დილა ნიკოლა კალაძესთან ერთად დაიწყო. პატარა ბიჭუნა უზარმაზარ სათამაშო დათუნიასთან ერთად პოზირებს. დედა კი, შორიდან ვიდეოს უღებს და აღნიშნული მოქმედებით ტკბება. იმის გათვალისწინებით, რომ მრავალშვილიანი ოჯახის უფროსი წევრები ძალიან დაკავებულები არიან, ისინი ერთმანეთს უცხოეთში ხვდებიან და შეუდარებელ დროს ატარებენ. პირველი სამი ვაჟი ანუკი არეშიძემ იტალიაში, მილანში გააჩინა. უფროსი შვილი ლევან კალაძეა, მეორე შვილი კახაბერ კალაძე 2012 წელს შეეძინათ, მესამე ვაჩე კალაძეა. ძმების მეგობრობა და თბილი დამოკიდებულება მშობლების დამსახურებაა, რადგან ანუკის მიერ გაზიარებულ ვიდეოებზე დაყრდნობით, დაღლილ დედას უფროსი ვაჟები ეხმარებიან.