მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ჩინეთში კორონავირუსი უკან იხევს? ქვეყნდება ბოლო მონაცემები

ქვეყნის ექვს პროვინციაში ხელისუფლებამ საგანგებო ვითარებაზე რეაგირების უმაღლესი I დონე დასწია — ზოგ მათგანში მეორე, ხოლო ზოგში – მესამე დონემდე.
Sputnik

თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. ახალი ტიპის კორონავირუსით დაავადების შემთხვევები ჰუბეის პროვინციის გარეთ მცირდება, იუწყება ჩინეთის ჯანდაცვის საკითხთა სახელმწიფო კომიტეტი. 

ინფექციურ საავადმყოფოში მყოფ ირანის ოთხ მოქალაქეს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა

გავრცელებული ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში მთლიანად ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირების 409 შემთხვევა გამოვლინდა; აქედან 11 — ჰუბეის ფარგლებს გარეთ, დანარჩენი 398 კი – დაავადების ეპიცენტრად ქცეულ პროვინციაში. 

აღსანიშნავია, რომ ქვეყნის ექვს პროვინციაში ხელისუფლებამ საგანგებო ვითარებაზე რეაგირების უმაღლესი I დონე დასწია — ზოგ მათგანში მეორე, ხოლო ზოგში – მესამე დონემდე.

ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, მატერიკულ ჩინეთში COVID-2019-ით ინფიცირებულთა მთლიანი რაოდენობა 77 150 კაცს შეადგენს. აქედან ამ დროისათვის ავადაა 49 824 ადამიანი, მათ შორის 9 915 კაცი მძიმე მდგომარეობაშია. გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოებიდან გაეწერა 24 734 პაციენტი, გარდაიცვალა 2592. გარდა ამისა, ექიმები აკვირდებიან 97 ათას ადამიანს, რომლებსაც დაავადებულებთან მჭიდრო კონტაქტი ჰქონდათ.