ფასიანი პარკინგი თბილისში: ცხოვრების ნაწილად ქცეული სიახლე – ფოტო

Sputnik

თბილისის ცენტრში გახშირდა ბანერები, რომლებიც პარკინგის საათობრივი საფასურის შესახებ გვაუწყებენ. მერიის ექსპერიმენი, რომელიც 2019 წლის აგვისტოში კოტე აფხაზის ქუჩიდან დაიწყო, როგორც ჩანს, წარმატებული აღმოჩნდა. ახლა ასეთი ქუჩების რაოდენობა იზრდება.

თბილისის ისტორიულ ცენტრში მკვეთრად შემცირდა ავტომობილების რაოდენობა, რომლებიც დღეებისა და თვეების განმავლობაში იდგნენ ისედაც ტურისტებითა და ავტომობილებით სავსე ქუჩებში. ძირითადად ეს იყო ავტომობილები, რომლებიც ქირავდებოდა, ან ტურისტების მომსახურე მანქანები. ახლა ამ ქუჩებზე დღის განმავლობაში უკვე შესაძლებელია თავისუფალი ადგილის პოვნა.

 

1 / 21
თბილისში იზრდება ქუჩების რაოდენობა, სადაც პარკინგი ზონებადაა დაყოფილი და გადასახადი საათობრივია. ამის შესახებ ავტომობილისტებს სპეციალური ნიშნები აფრთხილებს
2 / 21
მერიის ეს გადაწყვეტილება გამოიწვია იმას, რომ გადატვირთულ ქუჩებზე ავტომობილების ადგილები გამუდმებულად დაკავებული იყო
3 / 21
გადახდის ამ მეთოდის შემოღებამდე, ძველი თბილისის ქუჩებში იხილავდით ავტომობილებს სარეკლამო განცხადებებით, სადაც ტურისტებს სხვადასხვა მომსახურებას სთავაზობდნენ. ეს ავტომობილები დღეებისა და, ზოგჯერ, თვეების განმავლობაში იკავებდა ადგილს
4 / 21
ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე თავისუფალი ადგილის პოვნა თითქმის შეუძლებელი იყო, მიუხედავად დღის მონაკვეთისა
5 / 21
ახლა უკვე შესაძლებელია ცარიელი ადგილის პოვნა
6 / 21
ყველაზე ხალხმრავალ ქუჩებზე წესრიგის დასაცავად გამუდმებით მორიგეობს პოლიცია
7 / 21
რამდენად იცავენ ავტომობილისტები პარკინგის საფასურის გადახდას, ამას კომპანია Tbilisi Parking-ის წარმომადგენლები აკონტროლებენ. ისინი ასევე ეხმარებიან მძღოლებს მობილური აპლიკაციის გადმოწერაში, რომლითაც პარკინგის საფასურის გადახდაა შესაძლებელი
8 / 21
პარკინგის საფასურის გადახდა შესაძლებელია საბანკო ტერმინალებიდანაც
9 / 21
მობილური აპლიკაციით გადახდა გაცილებით მომგებიანია. მომხმარებელი ღებულობს ოთხ ყოველდღიურ უფასო პარკინგს 15 წუთით, ხოლო აპლიკაციის გააქტიურების შემდეგ გადასახადი ავტომატურად ჩამოიჭრება ანგარიშიდან
10 / 21
მობილური აპლიკაციის გამოყენებისას პარკინგის საფასურის გადახდა ხდება მისი დგომის დროის მიხედვით. ტელეფონზე ასევე მოდის მესიჯები იმის შესახებ, რომ საათობრივი გადახდა გააქტიურებულია. პარკინგიდან გამოსვლის შემდეგ მისი გამორთვის დავიწყების შემთხვევაში გადახდა არ შეწყდება და დღე-ღამის განმავლობაში 24 ლარს მიაღწევს, თუ ავტომობილი „A“ ზონაში იდგა
11 / 21
პარკინგის საფასურის ქუჩის ტერმინალით გადახდის შემთხვევაში, საჭიროა იცოდეთ, რამდენი ხნით იდგება მანქანა სადგომზე
12 / 21
მაგალითად, შესაძლებელია ნახევარი საათის, ერთი საათის და ასე შემდეგ დროის მონიშვნა, გადახდა ხდება წინასწარ
13 / 21
თუ თანხა, რომელიც წინასწარაა გადახდილი ტერმინალის საშუალებით, ბოლომდე არ ამოიწურება, დარჩენილი ნაწილის საკუთარი მობილურის ნომერზე გადარიცხვაა შესაძლებელი. ამისათვის საჭიროა ქართული მობილური ოპერატორის ნომრის ქონა
14 / 21
დამრღვევები, რომლებიც დროულად არ გადაიხდიან პარკინგის საფასურს, დაჯარიმდებიან
15 / 21
ადგილები მანქანებისათვის, რომლებზეც პარკინგის საათობრივი გადახდა ვრცელდება, რეგულარულად მოწმდება კომპანია Tbilisi Parking-ის წარმომადგენლების მიერ, რომლებიც გარკვეულ მონაკვეთებზე გამუდმებით მორიგეობენ
16 / 21
პარკინგის გადასახადი არ ეხება ადგილობრივი მაცხოვრებლების მანქანებს. იგივე შეღავათით სარგებლობენ შშმ პირები, ელექტრომობილების მეპატრონეები და „A“ კატეგორიის ლიცენზიის მქონე ტაქსის მძღოლები
17 / 21
ზოგიერთ ქუჩაზე პარკინგი უამრავ ნაწილადაა დაყოფილი, ყველა მათგანს კი თავისი ნომერი აქვს
18 / 21
ზოგიერთ მძღოლს, პარკინგისათვის გამოყოფილი ადგილი მაინც არ ყოფნის და ავტომობილს გზის საფეხმავლო ნაწილზე აჩერებენ, რითაც ქვეითებს უქმნიან პრობლემებს
19 / 21
დგომის წესების დარღვევა საკმაოდ ხშირი მოვლენაა თბილისში. ქალაქი მოსახლეობა უკვე მიეჩვია, რომ მანანებმა შესაძლოა ტროტუარი გადაკეტონ
20 / 21
საათობრივი პარკინგის ადგილების გამოყოფის გარდა, ობელიანის მოედანზე დიდი მიწისქვეშა პარკინგიც მოეწყო, რომელიც „A“ ზონაში შევიდა. აქ პარკინგის საფასური საათში ერთი ლარია. მსგავსი მიწისქვეშა სადგომი მოეწყო იუსტიციის სახლთანაც. რაც შეეხება „B“ ზონას, პარკინგის ფასი საათში აქ ორ ლარს შეადგენს, „C“ ზონაში კი - სამ ლარს.
21 / 21
პარკინგთან დაკავშირებულ სიახლეებს შორის ასევე მოხვდა ტაქსებისათვის გამოყოფილი სპეციალური სადგომები, რითაც ამ სფეროშიც დამყარდა გარკვეული წესრიგი. ტაქსის მძღოლები აღარ იკავებენ თავისუფალ ადგილებს მგზავრების მოლოდინში, მათ უკვე საკუთარი პარკინგი აქვთ, რაც ხელს უწყობს მოქალაქეებისათვის ცარიელი პარკინგის პოვნას და ტაქსის მძღოლებისათვის საქმიანობის გაადვილებას