ყვითელი ამბები

„რა სხვანაირი ხარ“ - ჩცდ-ს „ბარბარიკამ“ იმიჯი შეიცვალა - ნახეთ როგორ გამოიყურება მსახიობი

წლების განმავლობაში თაკო კორინთელს ტელეკომპანია „მაესტროში“ საინფორმაციო გადაცემა მიჰყავდა. ერთ-ერთი ინტერნეტ-გამოკითხვით, ის ყველაზე ლამაზ ტელეწამყვანადაც დაასახელეს
Sputnik

ტელეწამყვანი თაკო კორინთელი, შეიძლება ითქვას, კულინარიული გადაცემიდან, რომელიც ტელეკომპანია „პალიტრა ტვ“-ზე მიჰყავდა, პირდაპირ სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ გადასაღებ მოედანზე აღმოჩნდა. ამის მიზეზი ბარბარიკას როლის შემსრულებლის მარიშკა ჯავახაძის ტრავმა გახდა. მას ექიმებმა წოლითი რეჟიმი დაუნიშნეს, ამიტომ მისი როლისთვის სასწრაფოდ შემცვლელის პოვნა გახდა საჭირო. ასე გამოჩნდა ეკრანზე „ახალი“ ბარბარიკა მანტკავა.

მართალია, თაკო კორინთელი მსახიობი არ არის, მაგრამ კამერებთან მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. წლების განმავლობაში მას ტელეკომპანია „მაესტროში“ საინფორმაციო გადაცემა მიჰყავდა. ერთ-ერთი ინტერნეტ-გამოკითხვით, ის ყველაზე ლამაზ ტელეწამყვანადაც დაასახელეს.

ცოტა ხნის წინ მსახიობმა იმიჯი შეიცვალა და თმა გაიღიავა. სოციალური ქსელის მომხმარებლებმა თაკოს არჩევანი მოუწონეს. „ვუყურე შენს ლაივს როცა ამ სტილს არჩევდი“, „რა სხვანაირი ხარ“, „შენ სილამაზეს არ აქვს საზღავარი, ჩემო ლამაზო“, - უწერენ თაკოს კომენტარებში.