თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ხუთი უმსხვილესი ტელეარხის მიერ რეკლამით მიღებულმა შემოსავალმა 45 მილიონ ლარს მიაღწია, ნათქვამია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მასალებში.
საგადასახადო სამსახურმა სამი ტელეკომპანიის ანგარიშებიდან თანხები ჩამოწერა >>
2019 წელს უდიდესი შემოსავალი მიიღო ტელეკომპანია „იმედმა“ – 24,6 მილიონი ლარი.
მეორე ადგილზე აღმოჩნდა ტელეკომპანია „რუსთავი 2“, რომლის შემოსავალმა 13 მილიონ ლარს გადააჭარბა.
მესამე ადგილზეა ტელეარხი „ტვ პირველი“, რომელმაც რეკლამით 3,7 მილიონი ლარი გამოიმუშავა.
ტელევიზიების მიერ რეკლამით მიღებული შემოსავალი
| ტელეკომპანია | შემოსავალი/ლარი |
| იმედი | 24 597 194 |
| რუსთავი2 | 13 037 997 |
| ტვ პირველი | 3 725 959 |
| მთავარი არხი | 2 447 350 |
| საზოგადოებრივი მაუწყებელი | 1 096 302 |
კომუნიკაციების ეროვნული კომისიას ასევე ტელეარხების მიერ რეკლამით მიღებული შემოსავლების შესახებ 2019 წლის ბოლო კვარტლის მონაცემები მოჰყავს. ამ მონაცემებით განსხვავებული სურათი ისახება.
პირველი ორი ადგილი გაინაწილეს „იმედმა“ და „რუსთავი2“-მა, ხოლო მესამე ადგილზე გავიდა შედარებით ახალი „მთავარი არხი“.
ამ ტელევიზიამ მაუწყებლობა 2019 წლის სექტემბერში დაიწყო და ოპოზიციური პოზიციის გამო მაყურებლების დიდი რაოდენობა მიიზიდა.