ბათუმში ოჯახური ძალადობის ბრალდებით 52 წლის მამაკაცი დააკავეს

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს სასჯელის სახით ერთიდან სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
Sputnik

თბილისი, 23 თებერვალი - Sputnik. სამართალდამცველებმა ოჯახში ძალადობისა და ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარის ბრალდებით ბათუმში 52 წლის მამაკაცი  დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, ბრალდებულმა მეუღლეს - 45 წლის ქალსა და  არასრულწლოვან შვილს სხვადასხვა დროს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. დაკავებული მეუღლეს სიცოცხლის მოსპობითაც დაემუქრა.

ოჯახის წევრის მიმართ მუქარისა და ოჯახის წევრების მიმართ ჩადენილ ძალადობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 151-ე და 126-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.

დანაშაული ერთიდან სამ  წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.