თელავში ავარიას ორი ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა

თვითმხილველების განცხადებით, მოძრავი მსუბუქი მანქანა საპირისპირო მხარეს გადავიდა და სატვირთოს შეეჯახა
Sputnik

თბილისი, 23 თებერვალი - Sputnik. თელავში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ორი ადამიანი გარდაიცვალა,  ერთი კი მძიმედ დაშავდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ავარია თბილისში: სანაპიროზე მსუბუქი ავტომობილი გადატრიალდა - ვიდეო

ავტოსაგზაო შემთხვევა თელავი ყვარლის დამაკავშირებელ გზაზე დღეს მოხდა. თვითმხილველების განცხადებით,  მოძრავი მსუბუქი მანქანა საპირისპირო მხარეს სატვირთოს შეეჯახა. დაშავებული თელავის რეფერალური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. ექიმის თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 276-ე  მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ეს მუხლი სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 10 წლამდე ვადით.