სოფო ჭყონია: ქართველები უცხოეთში უფრო აღწევენ წარმატებას, აქ სტიმულს გიკლავენ
© Sputnik
„საქართველოზე თუ ვისაუბრებთ მომწონს ის, თუ როგორ იცვამდა დედაჩემის თაობა, ის ხალხი დღესაც გამოირჩევა ერთმანეთისგან, რადგან ინდივიდუალიზმი ახასიათებს. დღეს სამწუხაროდ ეს დაიკარგა და ყველა ცდილობს, რომ ერთმანეთს დაემსგავსოს. ალბათ რაც ხდება საქართველოში და მსოფლიოშიც დღევანდელობამ გადაფარა. მოდის თვალსაზრისით ორ ქვეყანას დავასახელებდი, სადაც გემოვნებით აცვიათ: იტალია, ძირითადად უფრო მილანი და საფრანგეთში - პარიზი. ძალიან მომწონს პარიზელი ქალების მიდგომა მოდის და ზოგადად ყველაფრის მიმართ. როცა შეხედავ ქალს არ უნდა ეტყობოდეს, რომ ბევრი იფიქრა იმაზე, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს. უნდა იყოს დახვეწილი და მოვლილი, მაგრამ ზედმეტი რამ არ უნდა ჰქონდეს. -ამბობს სოფო ჭყონია სატელევიზიო გადაცემაში.
„თბილისი მერსედეს ბენც ფეშენ ვიკის“ ორგანიზატორი სოფო ჭყონია ამბობს: „დღეს „შანელის“ სახლს გერმანელი ხელმძღვანელობს, მიუხედავად იმისა, რომ ის ინარჩუნებს ამ სახლის მიმართულებას, გლობალიზაცია მასაც დაეტყო. ქართველებიდან ორია გამორჩეული დიზაინერი: დემნა გვასალია და დევიდ კომა. ქართველები მსოფლიოში დღეს უფრო პოპულარულები ხდებიან“.