ლარსი დღეს: გუდაური-კობის მონაკვეთზე შეზღუდვები ამოქმედდა

შეზღუდვა მისაბმელიან და ნახევრადმისაბმელიან ავტოტრანსპორტს ეხება, დანარჩენი ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.
Sputnik

თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. თოვის გამო საერთაშორისო მნიშვნელობის  მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა  თავისუფალია.

ზემო ლარსი დღეს: რუსეთის საზღვრისკენ მიმავალ გზაზე შეზღუდვები არ არის

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის ტრასა, ე.წ. საქართველოს სამხედრო გზა დღეისათვის საქართველოს და სომხეთის რუსეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი სახმელეთო გზაა. „ყაზბეგი–ზემო ლარსის" საბაჟო-გამშვები პუნქტი ერთადერთი მოქმედი გამშვები პუნქტია საქართველო-რუსეთის საზღვარზე.