ფეხმძიმობის პერიოდში „მის საქართველო 2011“ აქტიური ცხოვრებით გამოირჩეოდა. მან ასეთი ცხოვრებისთვის მეუღლეს მადლობა გადაუხადა და მორიგი სკანდალური განცხადება გამოუვიდა. „მადლობა ნოეს, რომ სახლში არ დამსვა...“ – განაცხადა ჯანეტ ქერდიყოშვილმა. მოდელმა ფეხმძიმობის პერიოდს დაამთხვია საკუთარი ტანსაცმლის ხაზის შექმნა. მისი თქმით, ნოე იდეის განხორციელებაში დაეხმარა.
ნოესთვის ეს მესამე ოჯახია და მესამე შვილია. ცნობილ პროდიუსერს ვაჟი და ქალიშვილი სხვადასხვა ქალებისგან და სხვადასხვა ქორწინებიდან ჰყავს. მიუხედავად იმისა, რომ უფროს ვაჟსა და მომდევნო გოგონას მხოლოდ მამა აერთიანებთ, თინეიჯერები ძალიან მეგობრობენ. ახლა კი დის დაბადების შემდეგ მამასთან ერთად სამშობიაროს და ოჯახის ახალ წევრს მიაკითხეს. ნოემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა უსაყვარლესი სურათები, სადაც და-ძმა ჩვილს აკვირდება.
გოგონას ანა დაარქვეს. დიდი ფიქრისა და უამრავი აზრის გამოკითხვის შედეგად პოპულარულმა დედ-მამამ არჩევანი ბერძნულ-ებრაულ სახელზე შეაჩერა. ნოეს უფროს ვაჟს საშკა ჰქვია, ხოლო შუათანა გოგონას – ლიზა. მათი ოჯახის ახალი წევრი 3400 გრამი და 51 სანტიმეტრი დაიბადა. მიუხედავად იმისა, რომ ნოეს მექალთანეობას აბრალებენ ყოფილი ცოლების გამო, ის და ჯანეტი საქართველოში ერთ-ერთი წარმოსაჩენი წყვილი გახდნენ. აღსანიშნავია, რომ გარეგნულმა მსგავსებამ და ერთნაირმა ინტერესებმა წყვილი უფრო დაამსგავსა და დააახლოვა. როგორ ჩანს, პროდიუსერი და მოდელი ერთმანეთზე შემოქმედებითი კუთხით პოზიტიურად ზემოქმედებენ. ჯანეტმა სოციალურ ქსელში ახალი ფოტოები გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ დედა-შვილი ხშირად სეირნობს სუფთა ჰაერზე.