თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. სინოპტიკოსების პროგნოზით თბილისში ორშაბათს, 24 თებერვალს, არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი - დილით მზიანი ამინდი, დღის მეორე ნახევარში კი ღრუბლიანი და უნალექო ამინდი იქნება.
მზე 07:44 საათზე ამოვა და 18:44 საათზე ჩავა.
ღამით ჰაერის მინიმალური ტემპერატურა +6 გრადუსი, დღისით მაქსიმალური კი +17 გრადუსია ნავარაუდევი.
ქარის სიჩქარე წამში 10-15 მეტრი იქნება.