„ჩემს ხელში დალია სული...“ - მამა პეტრე კოლხი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. ამბავმა მისი მეგობრები და გულშემატკივრები დაამწუხრა
Sputnik

თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. დეკანოზ პეტრეს (კვარაცხელია, პეტრე კოლხი) დედა გარდაეცვალა. ინფორმაციას სასულიერო პირი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

სოციალური ქსელის მომხმარებლები მამა პეტრეს მწუხარებას იზიარებენ. პეტრე კოლხი, მამა პეტრე (ერისკაცობაში პაატა ალექსანდრეს ძე კვარაცხელია) დაიბადა 1979 წელს, 27 იანვარს. ის დღეს სამების ტაძრის დეკანოზია.

მამა პეტრეს 15-მდე წიგნი აქვს გამოცემული, აქედან 12 - ლექსების კრებულია. სასულიერო პირი სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა და ხშირად პოლიტიკურ განცხადებებსაც არ ერიდება.