„ლენა ბებოს სახლში მოვუწყობთ ახალ ბიბლიოთეკას“ – გიორგი კეკელიძე

გადაცემაში ლენა ბებო ამბობდა, რომ მას კითხვა ძალიან უყვარს, იგი ეროვნული ბიბლიოთეკის აქტიური მკითხველია და ხაშურიდან თბილისში წიგნების საკითხავად დადის.
Sputnik

თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში გადაცემა „სხვა ნანუკას“ გმირზე ლენა ბებოზე წერს.

გადაცემაში ლენა ბებო ამბობდა, რომ მას კითხვა ძალიან უყვარს, იგი ეროვნული ბიბლიოთეკის აქტიური მკითხველია. გიორგი კეკელიძე წერს, რომ ეროვნული ბიბლიოთეკა ლენა ბებოს სახლში მოუწყობს ბიბლიოთეკას.

„უამრავმა გულშემატკივარმა მომწერა ლენა ბებოს („სხვა ნანუკას შოუს“ სტუმარი) შესახებ, რომელიც ეროვნული ბიბლიოთეკის აქტიური მკითხველი ყოფილა. ცხადია, ყოველთვის სიამოვნებით ვუმასპინძლებთ, მაგრამ რადგან თბილისში არ ცხოვრობს და მგზავრობა გარკვეულ სირთულეებს უკავშირდება, ჩვენ სახლშივე მოვუწყობთ ახალ ბიბლიოთეკას“, – წერს გიორგი კეკელიძე.