ბათუმში მამაკაცის დაჭრის ფაქტზე თურქეთის მოქალაქე დააკავეს

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს ჭრილობა  ყელის არეში აქვს მიყენებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
Sputnik

 

თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. ბათუმის ახალი ბულვარის ტერიტორიაზე 40 წლამდე მამაკაცი დაჭრეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

მამაკაცს ჭრილობა  ყელის არეში აქვს მიყენებული.

დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებულს ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

პოლიციამ ფაქტზე უკვე დააკავა თურქეთის მოქალაქე.

შსს-ს ინფორმაციით, თავდასხმა რამდენიმე საათის წინ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.