მსოფლიო დღეს

ჩინეთში გამოჯანმრთელებული პაციენტი მეორედ დაავადდა კორონავირუსით

ბოლო მონაცემებით, დღეისათვის მატერიკულ ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით, COVID 2019–ით დაავადებულთა საერთო რაოდენობამ 75 465 მიაღწია.
Sputnik

თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. კორონავირუსით ერთი და იგივე პაციენტის ხელმეორედ დაავადების შემთხვევა დაფიქსირდა ჩინეთის პროვინცია სიჩუანში, იუწყება გაზეთი People's Daily. 

კორონავირუსის აპოკალიფსი: ჩინეთში “ქალაქი-მოჩვენებების“ რაოდენობა იზრდება – ფოტო

გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული პაციენტი იანვრის დასაწყისში გაეწერა საავადმყოფოდან, რის შემდეგაც საკუთარ სახლში იმყოფებოდა კარანტინში. ათი დღის შემდეგ მამაკაცს განმეორებითი ტესტი გაუკეთეს ვირუსული ნუკლეინომჟავის გამოსავლენად და პასუხი დადებითი გამოდგა. მამაკაცი და მისი ოჯახი შესაბამის დაწესებულებაში გადაიყვანეს, ხოლო სახლში დეზინფექცია ჩაატარეს.

გაზეთი აღნიშნავს, რომ კარანტინის პერიოდში მამაკაცი შინიდან არსად გასულა. 

ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტის ბოლო მონაცემებით, დღეისათვის მატერიკულ ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით, COVID 2019–ით დაავადებულთა საერთო რაოდენობამ 75 465 მიაღწია. აქედან ამ დროისათვის ავადაა 54 965 ადამიანი, მათ შორის  11 633 — მძიმედ. გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოებიდან გაეწერა 18 264 პაციენტი,  2 236 კაცი გარდაიცვალა.