აფრიკის სანაპიროებთან მეკობრეების მიერ გატაცებული ქართველი მეზღვაურები უვნებლად არიან

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გემის მფლობელი კომპანიის თხოვნით, გატაცებული მეზღვაურების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, თავს იკავებს დეტალური ინფორმაციის გავრცელებისგან.
Sputnik

თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აქტიური კომუნიკაცია აქვს იმ გემის მფლობელ კომპანიასთან, რომლიდანაც აფრიკაში ქართველი მეზღვაურები გაიტაცეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

მეკობრეების მიერ ქართველი მეზღვაურების გატაცების დეტალები: საქმეში საგარეო უწყება ჩაერთო

ხუთშაბათს, ღამით ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერს შეიარაღებული პირები ნიგერიის ქალაქ ლაგოსთან დაესხნენ თავს და ეკიპაჟის წევრები, მათ შორის, საქართველოს ოთხი მოქალაქე გაიტაცეს.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელ თამარ იოსელიანის განცხადებით, გემის მფლობელი კომპანიის თხოვნით, გატაცებული მეზღვაურების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, უწყება თავს იკავებს დეტალური ინფორმაციის გავრცელებისგან.

„შევხვდით ოჯახის წევრებს, მივაწოდეთ ჩვენს ხელთ არსებული სრული ინფორმაცია. საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად ვართ აქტიურ კომუნიკაციაში ყველა მხარესთან", – განაცხადა თამარ იოსელიანმა.

გატაცებული მეზღვაურების ოჯახებიც მედიასთან კომუნიკაციისგან თავს იკავებენ. მათი სიტყვებით, მეზღვაურები ჯანმრთელად არიან.