ზემო ლარსი დღეს: რუსეთის საზღვრისკენ მიმავალ გზაზე შეზღუდვები არ არის

გზა გახსნილია ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის – ტრაილერების კოლონა უკვე გაემგზავრა ზვავდამცავი გვირაბების გავლით.
Sputnik

თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის ავტომაგისტრალის გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა, იუწყება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

კობი-გუდაურის მონაკვეთი ოთხშაბათს, დღისით ზვავის ჩამოწოლის საშიშროების გამო გადაიკეტა. ამჟამად გზა ყველა სახის ტრანსპორტისთვის თავისუფალია.

ზემო ლარსი დღეს: გუდაური–კობის მონაკვეთი გადაკეტილია

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში განხორციელდება ცალმხრივად.

მოძრაობის რეჟიმს საპატრულო პოლიცია გააკონტროლებს.