ყვითელი ამბები

„ჩემი ვალენტინი...“ – ნახეთ ვინ არის მარტა ბარამიძის სიყვარული – ფოტო

მარტა ბარამიძე „მასტერშეფის“ გამორჩეული მონაწილეა. თბილი, კეთილი და ცოტათი უცნაური გოგონა მძიმე წარსულით მალე შეიყვარა მაყურებელმა.
Sputnik

მარ­ტა ბა­რა­მი­ძე, რო­მე­ლიც ტე­ლე­მა­ყუ­რე­ბელ­მა კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი შო­უ­ „მას­ტერ­შე­ფიდან“ გა­იც­ნო, ახ­ლა­ხან სე­რი­ალ „ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებ­ში“ მი­ზან­და­სა­ხუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტის – დეას რო­ლში გა­მოჩ­ნდა. მარ­ტა ახლა მსა­ხი­ო­ბის პრო­ფე­სი­ას ეჭი­დე­ბა. როგორც ინტერვიუებში ამბობს, პირად ცხოვრებაში სიახლე არ აქვს, ისე კი მოსწონს ჩამოყალიბებული, ზრდასრული ადამიანი, რომელმაც იცის, ცხოვრებაში რა უნდა.

14 თებერვალს, როდესაც მსოფლიოში ყველა ვალენტინობის დღეს აღნიშნავდა, მარტამ რუსთაველის გამზირიდან მხიარული ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ის მიუსაფარ ძაღლს ეხუტება და რომელსაც დააწერა – My Valentine.

მარტა განსაკუთრებით პოპულარული პროექტ „მასტერშეფის“ იმ ვიდეოს შემდეგ გახდა, სადაც საკუთარ ტრაგიკულ ცხოვრებაზე ისაუბრა. მარტა ვიდეოში მძიმე ბავშვობას იხსენებს და ამბობს, რომ დღემდე არ იცის, ვინ არიან მისი მშობლები, დედობილი ფიზიკურად უსწორდებოდა, მისი მეორე ქმარი კი ძალადობდა მასზე.

ვიდეოში მარტა ჰყვება, რომ ნამდვილმა მშობლებმა ის გაყიდეს და მოხვდა ოჯახში, სადაც მუდმივად ძალადობდნენ მასზე, ჰქონდა გაჭირვებული ყოფა. სკოლაში რომ ევლო, ამისთვის ფიზიკურად მუშაობდა. უფიქრია თავის მოკვლაზეც, თუმცა ეს ნაბიჯი არ გადადგა. ამბობს, რომ მას უშველა კულინარიამ, რომლის გამოც პროექტში მოხვდა. მან ამ ყველაფერს გაუძლო, იბრძოლა, ახალი ცხოვრება დაიწყო და უნდა, რომ სხვებისთვისაც გახდეს მაგალითი.