ყვითელი ამბები

მაკა ზამბახიძე მესამედ გათხოვდა – ნახეთ ულამაზესი წყვილის ჯვრისწერის ფოტოები

მაკა ზამბახიძე საზოგადოებამ რატი დურგლიშვილთან დუეტით გაიცნო. მაგრამ ეს სასცენო წყვილი დაიშალა. მაკა ზამბახიძეს პირად ცხოვრებაზე საუბარი არ უყვარს. მომღერალი მესამედ დაოჯახდა.
Sputnik

ფაქტია, საქართველოში ეს წარმოსაჩენი და განსხვავებული ტემბრის მქონე მომღერალი მესამე ქორწინებით აგრესიას არავისში იწვევს. მეტიც, ქართული ბომონდით დაინტერესებული საზოგადოება დიდი სიხარულითა და სიყვარულით შეხვდა მაკას 7 წლით უმცროს შეყვარებულს. რაც არ უნდა მტკივნეული იყოს, რეალობას ვერ გავექცევით. როგორც ჩანს, მაკას არ უყვარს პირად ცხოვრებაზე საუბარი, მაგრამ კულუარებში არაფერი რჩება.

დუეტ „ჯორჯიას“ ყოფილი შემსრულებლის პირველი მეუღლე და მისი ერთადერთი ქალიშვილის მამა – ნოდარ ჩიტაძეა. მათ საერთო გოგონა სალომე ჰყავთ. ირკვევა, რომ მაკას პირველი მეუღლეც მუსიკოსია და გასაგები ხდება, თუ ვის ჰგავს სალომე ნიჭით. ის მრავალი კონკურსის მონაწილეა და მუსიკალურ ინსტრუმენტზეც წარმატებით უკრავს.

არტისტის ახალი მეორე ნახევარი სპორტსმენია. 31 წლის ძიუდოისტი მიხეილ ჩოხელი მაკა ზამბახიძეზე 7 წლით უმცროსია, მაგრამ მათ ურთიერთობაში ეს დისკომფორტს არ ქმნის. პირიქით, როგორც ინტერვიუებში მაკას ქალიშვილი აღნიშნავს, ყველაზე მეტად დედის გაბედნიერება ახარებს და მამინაცვალთან საუკეთესო ურთიერთობა ჩამოუყალიბდა. გარდა ამისა, მიხეილი მაკას მეგობრებთანაც ახლობლობს.

ცოტა ხნის წინ წყვილმა ჯვარი დაიწერა. ფოტოები სოციალურ ქსელში გავრცელდა. წყვილმა ჯვარი თბილისში, ნარიყალაზე მდებარე ეკლესიაში დაიწერა, ხოლო ქორწილი მცხეთის „მარანი ჰოლში“ გადაიხადა. სადღესასწაულო წვეულებას ნეფე-პატარძლის ცნობილი და არაცნობილი მეგობრები ესწრებოდნენ.