ყვითელი ამბები

მაია ასათიანი ბალიზე მარტო ისვენებს – ნახეთ რატომ გადაწყვიტა ტელეწამყვანმა განმარტოება

მაია ასათიანი სოციალურ ქსელში ბოლო დროს ძალიან აქტიურია. ჟურნალისტი სახლში გატარებულ დროს ფაქტობრივად დეტალურად აქვეყნებს. მისი დილის დაწყება და საღამოს დასასრული ყველამ იცის... ამჟამად ჟურნალისტი ბალიზე ისვენებს და იქიდან ესაუბრება ხელმომწერებს.
Sputnik

ტელეწამყვანი მაია ასათიანი ერთადერთი ქალიშვილის გარდაცვალების შემდეგ რაღაც პერიოდი საზოგადოებაში საერთოდ არ ჩნდებოდა, ბოლო დროს კი აქტიურად დაიწყო სოციალურ ქსელში თავის ყოველდღიურობაზე საუბარი. Instagram-ის „სთორიში“ ტელეწამყვანი ხშირად დებს ფოტოებს და ვიდეოებს და საკუთარ განწყობას აღარ მალავს. პოპულარულ ჟურნალისტს უამრავი ადამიანი უდგას მხარში. მათ შორის არიან მაიას დედა, ნახევარდები და მამინაცვალი, რომლებიც მას გვერდიდან არ შორდებიან.

მაიას დებთან ძალიან ახლო და მეგობრული ურთიერთობა აქვს. უმცროსი და ვერონიკა მაიას ჰგავს, გოგონები ერთად ხშირად მოგზაურობენ მიუხედავად იმისა, რომ მაიას ბოლო პერიოდში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გამოჩენა აღარ ხიბლავს. მისი სოციალური ქსელის ვიდეოების უმეტესობა სახლშია გადაღებული. კადრებზე ჰარმონიული ხედი, ბუნება, მისი უსაყვარლესი ძაღლები და კატა დომინირებენ. მაიამ სიმშვიდე საკუთარ თავთან განმარტოებაში იპოვა, ხოლო ოჯახის წევრებს უფრო და უფრო დაუახლოვდა. მას გადაცემაში დედაც ჰყავდა მიწვეული, რომელმაც ჟურნალისტის ცხოვრების ბევრი ფაქტი გაიხსენა. მაიამ კი, თავის მხრივ, დედას ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადა.

რამდენიმე დღის წინ მაიამ სოციალური ქსელის მომხმარებლებს აცნობა, რომ საქართველოდან შორს აპირებდა წასვლას, მიზეზი კი მისი ქალიშვილის გარდაცვალების წლისთავის მოახლოებაა. ტელეწამყვანის ქალიშვილი საფრანგეთში სწავლობდა. დედისგან შორს მყოფი გოგონა ჟურნალისტს შორიდან ამხნევებდა და მაიას მოტივატორი იყო. სამწუხაროდ, ვერაგ დაავადებასთან ბრძოლაში ულამაზესი ნუცა დანებდა. 23 თებერვალს ნუცას გარდაცვალებიდან სამი წელი გადის. ტელეწამყვანი ამ თარიღს ინდონეზიაში, კუნძულ ბალიზე განერიდა. როგორც მაია ვიდეოებში ამბობს, მისთვის ძალიან რთულია ეს თარიღი და ცდილობს ამ დღეს მარტო იყოს თავის თავთან, სწორედ ამიტომ ის სამოგზაუროდ მარტო წავიდა.