მაღალკალორიული საუზმე დიაბეტსა და გაცხიმოვნებას ებრძვის: მეცნიერთა დასკვნა

გერმანელმა მკვლევარებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომლის საფუძველზეც მეტად საინტერესო დასკვნა გააკეთეს დიაბეტისა და გაცხიმოვნების თავიდან აცილების კუთხით.
Sputnik

თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. მაღალკალორიული კერძებისგან შემდგარი საუზმე ხელს უწყობს დიაბეტთან და გაცხიმოვნებასთან ბრძოლას, მიაჩნიათ გერმანელ მეცნიერებს, რომელთა კვლევა Journal of Clinical Endocrinology & Metabolism-შია გამოქვეყნებული.  

დადგინდა იდეალური საუზმე დიაბეტით დაავადებულებისთვის: კანადური კვლევა

გავრცელებული ინფორმაციით, მეცნიერებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომელშიც 16 მოხალისე მონაწილეობდა. ისინი ორ ჯგუფად გაყვეს, რომელთაგან პირველს დაბალკალორიულ საუზმეს (სადღეღამისო ნორმის 11%) და მაღალკალორიულ სადილს (69%) აძლევდნენ; ხოლო მეორე ჯგუფს — პირიქით: მაღალკალორიულ საუზმეს და დაბალკალორიულ სადილს. 

სახიფათო პური: ობის საწინააღმდეგო დანამატი დიაბეტსა და გაცხიმოვნებას იწვევს>>

მომდევნო ეტაპზე ექსპერიმენტის მონაწილეები ადგილებს ცვლიდნენ, თუმცა ერთი დღით ადრე საკვების თანაბარ რაოდენობას იღებდნენ.  

მკვლევარები ითვლიდნენ საკვების მიღების შემდეგ გამოყოფილი ენერგიის რაოდენობას, ზომავდნენ შაქრის დონეს სისხლში და აანალიზებდნენ ანკეტებს, რომლებშიც ექსპერიმენტის მონაწილეები შიმშილისა და მადის დონეებს აფასებდნენ. 

რატომ უნდა იყოლიონ დიაბეტით დაავადებულებმა ძაღლები – ბრიტანელი მედიკოსების დასკვნა>>

როგორც გაირკვა, ნოყიერი საუზმისა და დაბალკალორიული სადილის შემთხვევაში დილით ადამიანს 2.5-ჯერ მეტი სითბო გამოუმუშავდებოდა, ვიდრე საღამოს. ამასთან, მცირდებოდა გლუკოზისა და ინსულინის კონცენტრაციის მაჩვენებლები სისხლში. 

გამომდინარე მიღებული შედეგებიდან, მკვლევარები, გაცხიმოვნებისა და დიაბეტის პროფილაქტიკის მიზნით, გვირჩევენ – საუზმეზე უფრო მეტი კალორია მივიღოთ, ვიდრე შუადღის კვებისას.